ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია, რომ ჟურნალ Time-ის ვერსიით წლის ადამიანი გახდა.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ კამალა ჰარისთან ერთად წლის ადამიანი გავხდი. მადლობელი ვარ, რომ შესანიშნავ ადამიანებთან ერთად წლის ადამიანის სიაში მოვხვდი. ყველა ამერიკელმა მიმდინარე წელს გაჩენილ გამოწვევებს მტკიცე პასუხი გასცა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანებად აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და მომავალი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაასახელა.
„ისინი არიან არამხოლოდ მიმდინარე წლის, არამედ მომავალი წლის ადამიანებიც“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც Time-მა twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა.
აშშ-ს 46-ე პრეზიდენტად ჯო ბაიდენი საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე აღიარა, თუმცა მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს ამ დრომდე არ ცნობს.
imedinews.ge