აშშ პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ,,არ გეგმავს საუბარს“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
როგორც ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არ გეგმავს პუტინთან შეხვედრას მას შემდეგ, რაც უკრაინაზე სამხედრო თავდასხმა განახორციელა.
მისი თქმით, პუტინი ,,საერთაშორისო ასპარეზზე გარიყული იქნება“.
,,არ ვგეგმავ პუტინთან საუბარს მას შემდეგ, რაც უკრაინაზე სამხედრო თავდასხმა განახორციელა. პუტინი, საერთაშორისო ასპარეზზე გარიყული იქნება. პუტინის არჩევანი, რომ აწარმოოს სრულიად გაუმართლებელი ომი, რუსეთს დატოვებს უფრო სუსტს და დანარჩენ მსოფლიოს უფრო ძლიერს“, - განაცხადა ბაიდენმა.
ipn.ge