ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მსოფლიოში ნავთობისა და გაზის მწარმოებლებს წარმოების გაზრდისკენ მოუწოდებს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მსოფლიოში ნავთობისა და გაზის მწარმოებლებს წარმოების გაზრდისკენ მოუწოდებს

access_time2022-06-20 15:10:00

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მსოფლიოში ნავთობისა და გაზის მწარმოებლებს წარმოების გაზრდისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, ჯენიფერ გრანჰოლმმა CNN-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.


მისი თქმით, ეს თხოვნა როგორც OPEC-ის, ისე აშშ-ის ნავთობისა და გაზის შიდა მწარმოებლებს შეეხება.


გრანჰოლმმა, ასევე, დააანონსა, რომ მომავალ კვირას აშშ-ის ნავთობისა და გაზის კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს გეგმავს, ხოლო თავად პრეზიდენტი მომავალ თვეში საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებს, მათ შორის, სამეფოს გვირგვინოსან პრინცს, მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება.


მინისტრის თქმით, საუდის არაბეთში ჯო ბაიდენის დაგეგმილი ვიზიტი და მემკვიდრე პრინცთან შეხვედრა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტის ფარგლებში იგეგმება.


„ვფიქრობ, ის საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცსაც შეხვდება. პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა მიმწოდებელს მთელს მსოფლიოში, წარმოება გაზარდონ. ეს ეხება ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას, რომელიც, ასევე, ნავთობისა და გაზის ჩვენს შიდა მწარმოებლებს მოიცავს. პრეზიდენტი წარმოების გაზრდას, მსოფლიოს სხვა ლიდერების მსგავსად ითხოვს,“ - აცხადებს ჯენიფერ გრანჰოლმი.



CNN-ის კითხვაზე, იქნება თუ არა შეხვედრა ერთი-ერთზე, მინისტრმა განაცხადა, რომ სამმიტზე ბაიდენი ენერგეტიკის საკითხებზე შეხვედრების სერიას გამართავს.


თუმცა, CNN-ის შეფასებით, ენერგეტიკის მდივნის კომენტარი პარასკევს გაკეთებულ ბაიდენის განცხადებას ეწინააღმდეგება, როცა პრეზიდენტმა მუჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრა გამორიცხა.


„არ ვაპირებ მასთან შეხვედრას, მე საერთაშორისო შეხვედრაზე მივდივარ და მასთან საუბარი ამ დიდი დისკუსიის ნაწილი იქნება,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.


პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საუდის არაბეთში მეფე სალმანის მიწვევით, რვა სახელმწიფოს მეთაურთან ერთად GCC+3-ის (Gulf Cooperation Council), ანუ სპარსეთს ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტზე ჩავა, რომელშც მონაწილეობას ეგვიპტე, იორდანია და ერაყიც მიიღებენ. ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის ცნობით, ორმხრივი შეხვედრა მეფე სალმანთან და მის გუნდთან გაიმართება, რომელშიც მემკვიდრე პრინცი და საუდის არაბეთის სხვა ოფიციალური პირები მიიღებენ მონაწილეობას.


ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ივლისის შუა რიცხვებში არის დაგეგმილი, ჯო ბაიდენი ჯერ ისრაელში, ასევე, პალესტინის დასავლეთ სანაპიროზე ჩავა.


გაპრეზიდენტების შემდეგ ჯო ბაიდენი მემკვიდრე პრინც მუჰამედთან პირდაპირ კავშირს თავს არიდებდა და მის ნაცვლად მამამისთან, მეფე სალმანთან საუბარს არჩევდა, რომელიც 86 წლისაა და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. 2021 წლის თებერვალში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი ერ რიადთან ურთიერთობის „გადატვირთვას“ მემკვიდრე პრინცის გვერდის ავლით გეგმავს, რომელსაც აშშ-ს სადაზვერვო სააგენტო 2018 წელს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობზე პასუხისმგებლად მიიჩნევს.


თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ენერგორესურსებზე ფასების გლობალური ზრდისა და ირანის მხრიდან მზარდი ბირთვული საფრთხის გამო, აშშ ცდილობს, საუდის არაბეთთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ადრინდელი ურთიერთობები აღადგინოს.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up