„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯიმ რიში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საკითხზე პოზიციის გამო აკრიტიკებს. რიშის თქმით, „რუსეთი გაზის კრიზისს ქმნის, რათა შანტაჟის გზით ევროკავშირი აიძულოს, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დაამტკიცოს და ევროპაზე თავისი ენერგეტიკული გავლენა გააძლიეროს“.
„ადმინისტრაციამ ცოტა რამეს მიაღწია ამ პროექტისადმი თავისი მიდგომით“, – ამბობს სენატორი რიში.
23 სექტემბერს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა.
21 ივლისს, აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც გერმანიამ ვალდებულია, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. ეს მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას.
გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა 10 სექტემბერს დასრულდა. Nord Stream AG-აღნიშნავენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე ამოქმედდება.
წყარო: ენერგონიუსი