ჯო ბაიდენმა ბელარუსის ხელისუფლებისთვის დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

ჯო ბაიდენმა ბელარუსის ხელისუფლებისთვის დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

access_time2021-08-10 14:50:00

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთი წლის თავზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას ბელარუსის ხელისუფლებისთვის დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ.


„ერთი წლის წინ, ბელარუსმა ხალხმა მოინდომა, რომ დემოკრატიის გამოხატვის გზით – არჩევნებით, მისი ხმა გაგებული ყოფილიყო და საკუთარი მომავალი ჩამოეყალიბებინა. იმის ნაცვლად, რომ ბელარუსი ხალხის ნათლად გამოხატული ნებისთვის პატივი ეცათ, ლუკაშენკოს რეჟიმმა არჩევნები გააყალბა, რასაც განსხვავებული აზრის ჩასახშობი სასტიკი კამპანია მოჰყვა. ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დაკავებით, 500-ზე მეტი აქტივისტის, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერისა და ჟურნალისტის პოლიტპატიმრებად ციხეში გამომწყვდევით, გლობალური ნორმების შეურაცხყოფით, საერთაშორისო ავიარეისის იძულებითი კურსის შეცვლით, ლუკაშენკოს რეჟიმის ქმედებები არის არალეგიტიმური მცდელობა, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს. ის, ვინც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და გამოხატვის თავისუფლებას, პასუხისმგებელია ჩაგვრას წინ აღუდგეს. შეერთებული შტატები ადამიანის უფლებების და გამოხატვის თავისუფლების დაცვას გააგრძელებს და ამასთან ერთად, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ლუკაშენკოს პასუხს მოსთხოვს. ამისთვის გამოვცემთ ახალ საპრეზიდენტო განკარგულებას, რომელიც გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას რეჟიმს საფასური გადაახდევინოს და ვაცხადებთ ახალ სანქციებს ბელარუსი ფიზიკური და იურიდიული პირების წინაღმდეგ. როგორც ბელარუსის ოპოზიციის ლიდერ სვეტლანა ციხანოვსკაიას ვუთხარი, ბელარუსელი ხალხის გვერდით ვდგავართ“,- ნათქვამია ჯო ბაიდენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


სანქციები დაუწესდათ 27 მოქალაქეს და 17 იურიდიულ პირს. სანქციები იმ ადამიანებს და ორგანიზაციებს დაუწესდათ, რომლებიც დემონსტრაციების დარბევასთან და „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დასმასთან არიან კავშირში.



ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის 9 აგვისტოს ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. თუმცა არჩევნების შედეგებს არც ევროპის ქვეყნები და არც აშშ აღიარებს. არჩევნების შემდეგ ბელარუსში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რასაც მასობრივი დაკავებები მოჰყვა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბელარუსის ციხეებში 600-ზე მეტი პოლიტპატიმარი იმყოფება.


1tv.ge


თეგები:
სანქციები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up