CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კოვიდ-19 კიდევ ერთხელ დაუდასტურდა. ამის შესახებ CNN-ს თეთრი სახლის ექიმმა განუცხადა.
პრეზიდენტის ექიმმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენს არ აქვს რაიმე სიმპტომი, მაგრამ ის იზოლირებული იქნება თეთრ სახლში.
აშშ-ის პრეზიდენტს კოვიდ 19 თავდაპირველად 21 ივლისს დაუდგინდა, რის შემდეგაც რამდენიმე დღეში ვირუსისგან გამოკეთდა.
წყარო: bm.ge