პუტინის პრესმდივანი უკრაინასთან ომის ფონზე რუსეთიდან საქართველოში გამოქცეული რუსების საკითხს გამოეხმაურა, მისი თქმით, რუსებს შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება მთელს მსოფლიოში.თუმცა უმჯობესია, რომ ბედნიერება იმ მხარეს ეძებონ სადაც შენი სამშობლოს დროშებს არ წვავენ.
„ისინი თავისუფალი არიან გადადგილებაში. ყოველთვის ვითომ უკეთესობისკენ მირბიან, ისე რომ ვერც ხვდებიან, რომ ყველაზე კარგი სამშობლოა. ბედნიერების ძიებაში მათ ხელს არავინ უშლის, თუნდაც იმ მხარეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯობია ბედნიერება იმ მხარეს ეძებო, სადაც ასეთი სახალხო მღელვარება არაა და სადაც შენი სამშობლოს დროშას არ წვავენ,“- განაცხადა დმიტრი პესკოვმა.