გასულ კვირას, USAID-ის მისიის დირექტორმა ჯონ პენელმა USAID-ისა და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პარტნიორობის წარმატებით დასრულება აღნიშნა. პარტნიორობის შედეგად საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი უკვე აკმაყოფილებს მცენარეთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ამის შესახებ ინფორმაციას USAID Georgia ავრცელებს.
ქართულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას აქვს პოტენციალი თავისი ხარისხით ცნობილი გახდეს საერთაშორისო ბაზრებზე. თუმცა, ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა საქართველოს მცენარეთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სისტემების გაძლიერება და საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება, ნათქვამია განცხადებაში.