ჯორჯიან მანგანეზი და SOCAR-ი პარტნიორები გახდნენ

ჯორჯიან მანგანეზი და SOCAR-ი პარტნიორები გახდნენ

access_time2022-09-29 13:55:24

პარტნიორობის ფარგლებში, „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის  ავტოგასამართ სადგურებზე ექსკლუზიური შეთავაზებით ისარგებლებენ.


ორ კომპანიას შორის პარტნიორობის მიზანია, „ჯორჯიან მანგანეზის“ ექვსი ათას თანამშრომელზე ზრუნვა და მათთვის საუკეთესო სერვისებზე, პროდუქტებზე, შეთავაზებებსა და აქციებზე ექსკლუზიური წვდომის უზრუნველყოფა.


შესაბამისი შეთანხმება კომპანიებს შორის უკვე გაფორმდა, რაც საწვავსა და ბუნებრივ აირზე ფასდაკლებასთან ერთად, სოკარის აპლიკაციის საშუალებით ქულების დაგროვებასაც ითვალისწინებს. 


„გვჯერა, რომ სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის პარტნიორობა უდიდეს შესაძლებლობებს შექმნის ჩვენს თანამშრომლებში. აღნიშნული სერვისით მიღებული სარგებელი, გაუმარტივებს მათ ცხოვრების პირობებს. უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა არ არის მარტივი, თუმცა კომპანია იღებს პასუხისმგებლობას და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ წლიდან წლამდე მეტი სოციალური სარგებელი შევთავაზოთ ჩვენს თანამშრომლებს. კომპანია მომავალშიც გეგმავს სხვა პარტნიორებთანაც თანამშრომლობას, რათა „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული თავს გრძნობდეს ღირსეულად. ნამდვილად მეამაყება, რომ ხანგრძლივი მუშაობით და სწორი პოლიტიკით  ჩვენ მოვახერხეთ, რომ  „ჯორჯიან მანგანეზში“ მუშაობის დაწყება გამხდარიყო პრესტიჟული, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში,“ განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა მარიამ ქუთათელაძემ.    



„მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შანსი, დაგვეწყო თანამშრომლობა ჯორჯიან მანგანეზთან. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით, თანდათანობით, შევძლებთ გავაუმჯობესოთ და გავაჯანსაღოთ ბიზნეს გარემო და შევქმნათ ღირსეული საკადრო პოლიტიკის მაგალითი,” განაცხადა სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორმა ნოდარ ყანჩაველმა.  


თანამშრომლობა გულისხმობს განსაკუთრებულ ფასდაკლებას საწვავზე და სხვადასხვა ტიპის სპეციალურ აქციებს, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტულად GM-ის თანამშრომლებზე.


სურვილის შემთხვევაში, "ჯორჯიან  მანგანეზის" თანამშრომელს შეუძლია  საწვავი ვებ-გვერდის  www.sgp.ge, ან აპლიკაციით SOCAR Geo გამოყენებითაც შეიძინოს. საწვავის შეძენისას გროვდება ქულები, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ისევ საწვავის შესაძენად, კომუნალური გადახდებისთვის, მობილური ბალანსის შესავსებად და ა.შ.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up