"ჯორჯიან მანგანეზი" განცხადებას ვარცელებს

access_time2021-03-14 14:18:01


"ჯორჯიან მანგანეზი" თელეკომპანია"მთავარში"გასულ სიუჟტს გამოეხმაურა. 
სიუჯეთში ნათქვამი იყო, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“, კომპანიაში სპეციალური სახელმწიფო მმართველის დანიშვნის შემდეგ, თავისი საქმიანობით ჭიათურას გამოუსწორებელი გარემოსდაცვითი ზიანი მიაყენა და მადნის მოპოვებით სამუშაოებს დღესაც ნორმების დაცვის უგულველყოფით ახორციელებს. 
„ჯორჯიან მანგანეზის" განცხადებით სიუჟეტში მოყვანილი მასალა არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
"აღნიშნული ტელეკომპანია, ბოლო პერიოდში მიზანმიმართულად ცდილობს, „ჯორჯიან მანგანეზის“, მისი აქციონერებისა თუ  ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაცია მოახდინოს და კომპანიის რეპუტაციასა და იმიჯს ზიანი მიაყენოს. 
კონკრეტულ შემთხვევაში კი, "მთავარი არხის" სიუჟეტში დამახინჯებით არის გადმოცემული, ან ცრუ ინფორმაციას შეიცავს შემდეგი ინფორმაცია: 
1.    ჟურნალისტის მიერ შეცდომით იყო დასახელებული კომპანიის სახელწოდება - „ჯორჯიან მანგანეზის“ ნაცვლად, სიუჟეტში მან ის არაერთხელ "ჭიათურ მანგანუმად" მოიხსენია;
2.    "მთავარი არხის" მიერ  ნაჩვენები იყო  სხვადასხვა წლებში დაზიანებული საცხოვრებელი სახლები შუქრუთში, თუმცა ჟურნალისტს სოფლის სახელწოდება აქაც შეცდომით აქვს დასახელებული და სიუჟეტში მას სოფელ ქექუთად მოიხსენიებს; 
3.    "მთავარი არხის" სიუჟეტში საუბარია, თითქოს „ჯორჯიან მანგანეზი“ მადნის მოპოვების შედეგად აზიანებს მოსახლეობის სახლებს, თუმცა შუქრუთში ის თითქმის 1 წელია აღარ ოპერირებს. 
4.    "მთავარი არხის" მიერ ნაჩვენებ სოფელში ამჟამად "ჯორჯიან მანგანეზის" ქვეკონტრაქტორი, მადანმომპოვებელი კომპანია „შუქრუთი+“ ოპერირებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ შუქრუთში არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად, მხოლოდ ბოლო 10 თვის განმავლობაში 1 მლნ 200 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაცია უკვე გასცა და ეს პროცესი ეტაპობრივად გრძელდება. თუმცა, ანაზღაურებული კომპენსაციების საკითხი "მთავარ არხს", როგორც ჩანს, "გამორჩა".
5.    "მთავარი არხის" სიუჟეტში საუბარი იყო „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველზეც, თითქოს ნიკოლოზ ჩიქოვანმა 2017 წელს სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები არ შეასრულა და სასამართლოს წინაშე წარდგენილი 14-პუნქტიანი გეგმის არცერთი პირობა არ შეუსრულებია, რაც ასევე არის სიცრუე. ნიკოლოზ ჩიქოვანის სპეციალურ მმართველად დანიშვნის შემდეგ, წლების განმავლობაში გარემოზე მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, კომპანიამ ჭიათურაში ააშენა ახალი გამამდიდრებელი ქარხანა, ასობით დამუშავებული ტერიტორიის რეკულტივაცია განახორციელა (წელიწადში 50 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის რეკულტივირება ხდება), მდინარე ყვირილაზე ააგო დამცავი ჯებირი, აღმოფხვრა ქალაქის ტერიტორიაზე მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილება, აღადგინა ეკოლოგიური ლაბორატორია, აამოქმედა "ცხელი ხაზი" და სხვა.
6.    სიუჟეტში საუბარი იყო, თითქოს „ჯორჯიან მანგანეზი“ თავის დასაქმებულებს აშინებს, რის გამოც ისინი მედიასთან კომუნიკაციის შესაძლებლობას მოკლებულები არიან, რაც ასევე არის ტყუილი. სრული პასუხისმებლობით ვაცხადებთ, რომ კომპანიის მენეჯმენტსა და დასაქმებულებს შორის არასდროს ისეთი მჭიდრო  და კონსტრუქციული კომუნიკაცია არ არსებობდა, როგორც ეს დღეს არის.
7.    ჟურნალისტმა სიუჟეტში გააჟღერა, თითქოს „ჯორჯიან მანგანეზი“ „წაგებაზე მუშაობს“ და  შემოსავლებს მალავს -  არცერთ ეტაპზე, კომპანიას ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გაუჟღერებია. "ჯორჯიან მანგანეზი" უმსხვილესი კომპანიაა, რომლის პროდუქციის წილი მთლიან ექსპორტში - 6%-ია, ის სიდიდით მეოთხე კომპანიაა და დღეს ქვეყანაში 6000-ზე მეტ სამუშაო ადგილს ქმნის. კომპანიას მუშაობა არც პანდემიის პროცესში შეუწყვეტია და დღემდე ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია, შესაბამისად, "მთავარმა არხმა" აქაც იცრუა;
8. სიცრუა, თითქოს „მთავარმა არხს“ „ჯორჯიან მანგანეზმა“  ხელმძღვანელი პირების  ჩაწერაზე უარი განუცხადა. მას კომპანიისთვის არც კომენტარის თხოვნით, არც ინფორმაციის გადასამოწმებლად არ მოუმართავს. 
ეს არასრული ჩამონათვალია იმ ცრუ ინფორმაციის, რაც "მთავარმა არხმა" სიუჟეტში გააჟღერა. 
ამასთან, როგორც ჩანს, „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი პირები  სააკაშვილის ხელისუფლებაში  ყოფნის მანკიერ გამოცდილებებს არ ივიწყებენ და  ბიზნესზე ზეწოლის  ჩვეულ მეთოდებს მიმართავენ. ამ ყველაფრის უკან კი,  თავისუფალ ბიზნესზე ზეწოლის გარდა, როგორ ჩანს, კონკრეტული პირების ინტერესები დგას, რომლებსაც სურთ,  ქართულ ეკონომიკას და მის მნიშვნელოვან აქტორებს  ზიანი მიაყენონ. 
„ჯორჯიან მანგანეზი“ მკაცრად გმობს მედიის მხრიდან მსგავსი მავნებლური, არაპროფესიონალური და მცდარი ინფორმაციის ტირაჟირებას. ამავდროულად კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ღიაა ნებისმიერ მედიასაშუალებასთან თანამშრომლობისთვის და მზად არის, საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს, ნებისმიერ დროს მიაწოდოს ინფორმაცია იმ უამრავი გარემოსდაცვითი პროექტის შესახებ, რომელიც ბოლო წლებში მან ჭიათურასა და ზესტაფონში წარმატებულად განახორციელა."-  ნათქვამია "ჯორჯიან მანგანზის" გავრცელებულ განცხადებაში. 

(R)







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up