„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

access_time2020-02-18 18:58:14

„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 


„ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მაღაროს მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივმა მოსახლეობამ თავიანთი საცხოვრებელი სახლების შეკეთება/აღდგენისა და კომპენსაციის მიღების მოთხოვნით გადაკეტა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიაში გაფიცვას აქვს ადგილი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ამჟამად ყველა თანამშრომელი საწარმოო პროცესშია ჩართული. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამუშაოები მათ ზიანს აყენებს. შუქრუთში საპროტესტო აქციამ კომპანიის საწარმოო პროცესის შეჩერება გამოიწვია.



აღნიშნულს წინ უძღოდა კომპანიასა და მოსახლეობას შორის არაერთი შეხვედრა, სადაც პრობლემური საკითხების განხილვა მოხდა, მათ შორის, გუშინ აქციის მონაწილეებს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა მოლაპარაკებისკენ მოუწოდა, რაზეც მათგან უარი მიიღო.



მიუხედავად იმისა, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთში პრობლემურ ტერიტორიებზე წლების განმავლობაში სამთო-მოპოვებით სამუშაოებს არ აწარმოებს (შუქრუთი ერთ-ერთია იმ სოფლებს შორის, რომელთა ქვეშ საბჭოთა პერიოდში მადანგამომუშავება მიმდინარეობდა და მას შემდეგ ის ძველი მაღაროები მიტოვებულია), კომპანიის მიერ სპეციალური კომისია მაინც შეიქმნა, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობის საკითხის შესწავლა დაიწყო. პარალელურად კი დამოუკიდებელი, გამოცდილი საექსპერტო ჯგუფი - „საინჟინრო კვლევების ცენტრი“ დაიქირავა, რომლის დასკვნითაც შუქრუთში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების დაზიანება „ჯორჯიან მანგანეზის“ საწარმოო სამუშაოებს არ უკავშირდებოდა და ის საბჭოთა პერიოდში სოფლის ქვეშ მიმდინარე მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოებით იყო გამოწვეული; ასევე, დადგინდა, რომ ხსენებული დაზიანებები იმ პერიოდში შესაბამისი პასუხისმგებელი სამსახურების მიერ სრულად იყო კომპენსირებული, რაც დოკუმენტურად არის დადასტურებული.



კვლევის დასრულებისას „საინჟინრო კვლევების ცენტრი“ დასკვნაში კონკრეტულ მიზეზებსაც ასახავს და იმასაც, რამდენად ექვემდებარება დაზიანებული სახლები შეკეთებას. აღსანიშნავია, რომ 90-იანი წლების დასაწყისში სოფელი შუქრუთი მიწისძვრამაც დააზარალა და მაშინ მოსახლეებზე შესაბამისი კომპენსაციები სახელმწიფომაც გასცა. კომპენსაციები იმ დათქმით გაიცა, რომ მიღებული თანხით მოსახლეები ალტერნატიულ საცხოვრებელს ალტერნატიულ ტერიტორიაზე შეიძენდნენ, თუმცა მათმა დიდმა ნაწილმა კომპენსაცია მიიღო, მაგრამ ტერიტორია არ დაუტოვებია.



აღნიშნული კვლევის მიუხედავად, „ჯორჯიან მანგანეზმა“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები გაითვალისწინა, რაც მათ მძიმე საცხოვრებელ პირობებს უკავშირდება. კომპანიის სამუშაო ჯგუფმა ადგილობრივებს სხვადასხვა ინიციატივა შესთავაზა. კერძოდ: ალტერნატიული საცხოვრებლის შეძენა და გადაცემა საკუთრებაში რაიონის ფარგლებში, მათ შორის ქალაქ ჭიათურაში, ან არსებული სახლ-კარის გამოსყიდვა და თანხის მათი შეხედულებით გამოყენება.



სწორედ ამიტომ, „ჯორჯიან მანგანეზმა“ მოსახლეობას შესთავაზა, კერძო აუდიტორული კომპანიები თავად მოეძიებინა, დაეკვეთა მათთვის ქონების შეფასება და აღნიშნულ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებაც დამოუკიდებლად ეწარმოებინა, ხოლო მომსახურების საფასურს „ჯორჯიან მანგანეზი“ დაფარავდა. „ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთის მცხოვრებლებისთვის კომპენსაციების გაცემის თაობაზე ამ სააუდიტო კომპანიების დასკვნის საფუძველზე მზაობა გამოთქვა.




ადგილობრივებმა ეს წინადადება მიიღეს და თავად დაიქირავეს ორი სხვადასხვა აუდიტორული კომპანია, თუმცა შეუთანხმებლობის გამო, ერთ-ერთთან მოლაპარაკება თავიდანვე შეწყვიტეს, მეორემ კი მათი საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა თითქმის სრულად შეისწავლა, თუმცა, სამუშაოს დასრულების დასკვნით ეტაპზე, შუქრუთის მოსახლეობას უთანხმოება აღნიშნულ აუდიტორულ კომპანიასთანაც მოუხდა და ურთიერთობა მასთანაც გაწყვიტა.



კომპანია კვლავ მზად არის, სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მოსახლეობასთან დაწყებული მოლაპარაკება კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძოს, რაც მათ მიერვე გაჟღერებული პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიებას ეხება.



ამავდროულად, „ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთის მოსახლეობას მოუწოდებს, მოლაპარაკების ფორმატს დაუბრუნდნენ და საწარმოს შესაძლებლობა მისცენ, თავისი საქმიანობა შეუფერხებლად განახორციელოს.



„ჯორჯიან მანგანეზს“ სამეწარმეო საქმიანობის და კომერციული მიზნების გარდა, სახელმწიფოს და მესამე პირების წინაშე არაერთი ვალდებულება აქვს, რომელთაგან ნებისმიერის შეუსრულებლობა კომპანიას მნიშვნელოვნად აზარალებს, ეს კი როგორც სახელმწიფოს ბიუჯეტზე, ისე კომპანიაში დასაქმებული და კონტრაქტორი არაერთი პირის შემოსავლებზე უარყოფითად აისახება.



დღეს კომპანია მე-3 ადგილზეა ქვეყნიდან ექსპორტის მხრივ და შესაბამისი წილი უკავია სავალუტო მასის შემოდინებასა და ეკონომიკის განმტკიცებაში.



ამას გარდა, „ჯორჯიან მანგანეზი“ უშუალოდ ჭიათურაში 3.8 ათას ადგილობრივს ასაქმებს, ხოლო კონტრაქტორ კომპანიებში დამატებით 1.8 ათასი ადამიანია დასაქმებული და ცხადია, კომპანიის გაჩერება მათ ოჯახებს ფინანსური დარტყმის ქვეშ მოაქცევს.



შუქრუთის მოვლენების გარდა, კომპანიის საქმიანობას სხვა შემაფერხებელი ფაქტორებიც აქვს, კერძოდ, შსს-სა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურები რაიონში მიწების უკანონოდ, გაყალბებული საბუთებით რეგისტრაციის ფაქტებს იძიებენ.



ამჟამად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულები და დაკავებულები არიან ცალკეული პირები, რომლებიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.



მნიშვნელოვანია ამ პროცესის დასრულება, ისევე როგორც კომპანიის სალიცენზიო ტერიტორიებზე მიწების დატაცების ფაქტების გამოძიება, რაც კომპანიის ოპერირებას აფერხებს“ – ნათქვამია განცხადებაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up