“ჯორჯიან მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხანა წარმოებას დღე–ღამეში 70 ტონით გაზრდის

“ჯორჯიან მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხანა წარმოებას დღე–ღამეში 70 ტონით გაზრდის

access_time2021-07-20 10:49:21

“ჯორჯიან მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხანის მე-4 საამქროში, 26-ღუმელის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა. ღუმელი დღე-ღამეში 70 ტონა დამატებით პროდუქციას გამოუშვებს, რაც აქამდე არსებულ საწარმოო მოცულობას მინიმუმ 25 000 ტონამდე, ანუ 10 % გაზრდის, რაც მეტ ექსპორტს და სავალუტო შემოდინებებს ნიშნავს. 


ამასთან, ახალი ღუმელიდან, წელიწადშ 43 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციის გამოშვება იგეგმება.   


სატესტო მუშაობის  შემდეგ, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის  მე-4 საამქროში, 26-ე ღუმელი, დღეს ოფიციალურად გაიხსნა.  კაპიტალური სამუშაოების დასრულებას ხუთი თვე დასჭირდა, ჯამში, 2 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია. ღუმელის ამოქმედებამ დამატებით 20 სამუშაო ადგილი შექმნა.   


ღუმელის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ --  „ჯორჯიან მანგანეზის„ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი, კომპანიის სხვა ხელმძღვანელი პირები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.  


ახალ ღუმელზე, რომელიც 22,5 მგვტ სიმძლავრის არის, საწარმოო  პროცესი ნახევრადდახურული ციკლით წარიმართება. შესაბამისად, ლითონის გამოშვების პროცესში, მავნე მტვერი გარეთ  არ  გამოიფრქვევა.  

  


„ჯორჯიან მანგანეზის“ შესახებ:  


„ჯორჯიან მანგანეზი“, უმსხვილესი ქართული სამთო-მომპოვებელი და ფეროშენადნობების მწარმოებელი კომპანიაა. სავაჭრო პარტნიორობა  კი  მსოფლიოს 4 კონტინენტზე,  21  ქვეყანას აერთიანებს 2018-2020 წლებში. ტოპ უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი. ამავდროულად, კომპანია საქართველოში, რეგიონულ დონეზე უმსხვილესი დამსაქმებელია და 5000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს.    


„ჯორჯიან მანგანეზი“ რამდენიმე შვილობილ კომპანიას აერთიანებს, მათ შორისაა ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი, რომელიც ფოლადის წარმოებისთვის აუცილებელ მინერალს ჭიათურის მანგანუმის საბადოზე მოიპოვებს. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც კომპანიის საბოლოო პროდუქტებს - ფეროშენადნობებს აწარმოებს. ჯგუფის შემადგენლობაში, ასევე შედის განახლებადი ჰიდროელექტრო სადგური ვარციხეჰესი, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტრო ენერგიითაც პროდუქციის მოპოვება და წარმოება ხდება.  


სპილენძის მადნებისა და კონცენტრანტების, ასევე მსუბუქი ავტომობილების შემდეგ, ფეროშენადნობები ქართული ბაზრის მესამე უმსხვილეს საექსპორტო საქონელს წარმოადგენს 9,4%-ით. 





(R)

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up