"ჯორჯიან მანგანეზის“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მეტალურგის დღე აღინიშნა

access_time2021-10-30 09:23:22

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მეტალურგის დღე აღინიშნა. პროფესიულ თარიღთან  დაკავშირებით, 25 წარმატებული თანამშრომელი გამოვლინდა, მათ  მადლობის სიგელები და ფულადი პრემიები გადაეცათ.

დაჯილდოების ღონისძიებას კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგნელები და ადგილობრივი მთავრობის წევრები დაესწრნენ.  პროფესიული დღე მეტალურგებს,  პირადად მიულოცა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა, ზესტაფონის ახლადარჩეულმა მერმა ვასილ გველესიანმა, ზესტაფონის, ბაღდათის,  თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ, „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო მართვის დირექტორმა ლაშა თუთბერიძემ და ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა გოჩა ქურდაძემ.

„ეს დღე მართლაც განსაკუთრებულია, რადგან მადლობა უნდა ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრებაა მეტალურგის პროფესიას ემსახურებიან და ამ პროფესიის მსახურებით სიკეთეს უკეთებენ  საკუთარ ოჯახებს, ზესტაფონს როგორც ქალაქს, კომპანიას და რაც მთავარია ჩვენს ქვეყანას. კომპანიაში დასაქმებულებზე ზრუნვა ჩვენი მოვალეობაა, შესაბამისად ყოველწლიურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ადამიანებს  სამუშაო პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, რადგან მაქსიმალურად დაფასებულად იგრძნონ თავი კომპანიის მხრიდან“, განაცხდა  „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.  

მეტალურგის პროფესიულ დღეს  კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“  ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებითაღნიშნავს. მიზანი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულების დაფასება და მომავალ თაობაში  მეტალურგის პროფესიის პოპულარიზაციაა.

მეტალურგის დღის აღნიშვნა ტრადიციულად უკავშირდება ქართული მეტალურგიის ფუძემდებლის გიორგი ნიკოლაძის სახელს, რომლის ხელმძღვანელობითაც საქართველოში, პირველი სადნობი საცდელი ღუმელი აშენდა. მეტალურგის  პროფესიულ დღეს მოქალაქეები და ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლები ზესტაფონში,  სწორედ გიორგი ნიკოლაძის სკვერში იკრიბებიან, ტრადიცია არც წელს დაირღვა. მოქალაქეებმა მონუმენტი ყვავილებით შეამკეს და ქვეყნის წინაშე გიორგი ნიკოლაძის ღვაწლზე ისაუბრეს.


ზესტაფონის ქარხანაში პირველი დნობა 1933 წლის 30 ოქტომბერს განხორციელდა. 1937 წლის ბოლოს კი ქარხანამ 11 სახეობის ფეროშენადნობი გამოუშვა და მანგანუმის ქარხანა ფეროშენადნობთა  საწარმოდ ჩამოყალიბდა.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხანა, დღეს ზესტაფონში ყველაზე დიდი დამსაქმებელია,  კომპანიის წილი კი განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია ქართულ  ეკონომიკაში. 

 


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up