ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი 13-15 აპრილს ჩინეთში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ევროპელი პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების ვიზიტების შემდეგ, ჯოზეფ ბორელის ჩინეთში ვიზიტი ბოლო იქნება მათ შორის, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან ომზე გავლენის ქონა შეუძლია.
მანამდე ჩინეთს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ეწვივნენ. მათ ჩინეთის ლიდერს მოუწოდეს, რომ გამოიყენოს რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის შესაჩერებლად.