ოლივერ ვარჰეი - საქართველო ის ქვეყანაა, რომელშიც აღიარებულია ევროპული პერსპექტივა

ოლივერ ვარჰეი - საქართველო ის ქვეყანაა, რომელშიც აღიარებულია ევროპული პერსპექტივა

access_time2022-09-07 00:00:00

საქართველო ის ქვეყანაა, რომელშიც აღიარებულია ევროპული პერსპექტივა-ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირში საქართველოს წინსვლა დროს და სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს და ევროკავშირი მზად არის, რომ ყველა არსებული რესურსის მობილიზაცია მოახდინოს საქართველოს დასახმარებლად.



„მეც მინდა მივესალმო ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მივესალმები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს. მე ვფიქრობ, ყველა უნდა ვიყოთ ნასიამოვნები, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელშიც აღიარებულია ევროპული პერსპექტივა. ეს არის უმსხვილესი შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი განვითარება. შეხვედრა, რომელიც გასულ წელს გვქონდა, იმასთან შედარებით, ნებისმიერ შეხვედრასთან შედარებით, რაც საქართველოში გვქონია ასოცირების საბჭოს ფორმატში, შევიკრიბეთ და ჩვენი პრიორიტეტები ნათელია. ჩვენ გვქონდა ღია, გახსნილი საუბარი ამ საკითხებზე. ეს რა თქმა უნდა არის იმის ამსახველი, თუ როგორ შეგვიძლია წარვმართოთ ჩვენი მყარი თანამშრომლობა, რომლიც წლების განმავლობაში ავაგეთ ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რათა ეს ევროპული პერსპექტივა რეალობად ვაქციოთ.


მიმაჩნია, რომ დღეს უნდა გავუგზავნოთ გზავნილი ქვეყანას, რომ არ დაიკარგოს არც დრო, არც ენერგია, წინ წავწიოთ რეფორმები და ერთად ვიმუშაოთ ქვეყანაში. საქართველოს წინსვლა ევროკავშირის მიმართ და მიმართულებით რა თქმა უნდა დროს მოითხოვს და ძალიან სერიოზულ ძალისხმევას ყველას მხრიდან. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა არსებული რესურსის მობილიზაცია მოვახდინოთ ამ მიმართულებით. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს რომ ყველა მხარე და მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება ამ მიზნის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს. ეს არის უნიკალური ეროვნული პრიორიტეტი და უნიკალური შესაძლებლობა ერის წინაშე. ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, რეკომენდაცია ვიძლევით, რომ 12 პრიორიტეტზე გააკეთოს აქცენტი საქართველომ. როგორც კომისიამ განსაზღვრა: გაძლიერდეს სამართლის უზენაესობა, სასამართლო სისტემაში ჩატარდეს რეფორმა, რათა მოსამართლეების დამოუკიდებლობა იქნეს უზრუნველყოფილი გარე მხარეებისგან და ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოხდეს წნეხის შემცირება, მედიის თავისუფლება იქნეს უზრუნველყოფილი - ეს ყველაფერი გაწერილია იმ პრიორიტეტებში და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ მჭიდროდ დავაკვირდებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს ამ მიმართულებით. იმიტომ, რომ მომავალ წელს, იმედი გვაქვს, რომ როდესაც ჩვენს შეფასებას ჩავატარებთ გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში, იმედი გვექნება, რომ პოზიტიურად შევაფასებთ საქართველოში იმ დროისთვის არსებულ წინსვლას და იმ ეტაპზე რაც გვექნება სტატუს ქვო, იმედი გვაქვს, რომ რეფორმების ხარისხი მოგვცემს საშუალებას, რომ ვაჩვენოთ რამდენად მიზანსწრაფულია საქართველო“,- აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up