ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირს არ სურს უკრაინის დამარცხება ომში, ამიტომ გააგრძელებს იარაღის მიწოდებას და სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირს არ სურს უკრაინის დამარცხება ომში, ამიტომ გააგრძელებს იარაღის მიწოდებას და სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ

access_time2022-04-06 15:40:00

ევროკავშირს არ სურს უკრაინის დამარცხება ომში, ამიტომ გააგრძელებს იარაღის მიწოდებას და სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.


მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინას იარაღის მიწოდებით უნდა დაეხმაროს. ამასთან, ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა თავიდან უნდა აიცილოს პირდაპირი კონფლიქტი რუსეთთან.


„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის შეიარაღება ესკალაციის გარეშე, რომელშიც სულ უფრო მეტი ქვეყანა ერთვება. ამ ტიპის კონფლიქტებში იმარჯვებს იარაღი და მტრის ეკონომიკური დასუსტება. ჩვენ ბალანსის რთულ მდგომარეობაში ვართ. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ უკრაინას, მაგრამ არ გვინდა ომში ჩარევა. ევროკავშირი არ არის სამხედრო ალიანსი, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. მაგრამ წითელი ხაზების გადაკვეთის გარეშე, რათა კონფლიქტი არ გავრცელდეს“, - განაცხადა ბორელმა.


ბორელმა აღნიშნა, რომ ახლა პრიორიტეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის აღკვეთაა.



„რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ არ განმეორდეს ისეთი მოვლენები, როგორიცაა ბუჩას მოვლენები. ომის შემდეგ ყოფილ იუგოსლავიაში, მრავალი წელი დასჭირდა დამნაშავეების გასამართლებას. თუმცა, ისინი გაასამართლეს ჰააგაში და სასჯელი მიუსაჯეს“, - განაცხადა ბორელმა.


ბორელის თქმით, უკრაინას სჭირდება დახმარება, რათა შეინარჩუნოს მტკიცე პოზიცია ოკუპანტების წინააღმდეგ.


„ყველა ომი მთავრდება ცეცხლის შეწყვეტით და შემდეგ სამშვიდობო შეთანხმებით. რუსეთმა სცადა კიევის ოკუპაცია, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა. მან ასევე ვერ შეძლო უკრაინის ზღვიდან იზოლირება“, - დასძინა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.


ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up