საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების ახალი პაკეტის სწრაფი დამტკიცების პირობას დებს, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა.
„ევროკომისიის ხელმძღვანელთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად განვიხილავთ სანქციების შემდეგ პაკეტს ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. ევროკავშირის საბჭო სწრაფად მიიღებს ამ პაკეტს“, - განაცხადა ბორელმა.