საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უახლოეს კვირებში უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირი-ცენტრალური აზიის მდგრადი კავშირის კონფერენციაა დაგეგმილი.
ამის შესახებ ბორელმა „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ეს იქნება კარგი შესაძლებლობა ჩვენი კავშირების, პარტნიორობის გასაძლიერებლად და ჩვენი „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიული საინვესტიციო პროგრამის გასავითარებლად, რაც გულისხმობს ჩვენი ინვესტიციებისა და ჩართულობის გაზრდას მსოფლიოს ამ ნაწილში, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამჟამინდელ გარემოებებში“, – განაცხადა ბორელმა.
ჯოზეფ ბორელის თქმით, სტრატეგიული თვალსაზრისით, ცენტრალური აზიის რეგიონი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
„ისინი მიისწრაფვიან თავიანთი საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირებისკენ, აღარ არიან საბჭოთა რესპუბლიკები. ისინი მოუწოდებენ რუსეთს, პატივი სცენ მათ დამოუკიდებლობას და ჩვენ მათთან ურთიერთობა უნდა გავაძლიეროთ“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
ნოემბერში კონფერენციის გამართვის შესახებ პირველად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გასულ კვირას, უზბეკეთში ვიზიტისას გამოაცხადა.