ჯუთა-ომალოს ბილიკი, ხიდები, კლდის საფეხურები - რა გაკეთდება ყაზბეგსა და თუშეთში

ჯუთა-ომალოს ბილიკი, ხიდები, კლდის საფეხურები - რა გაკეთდება ყაზბეგსა და თუშეთში

access_time2022-01-13 10:00:00

ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებისთვის ბილიკები მოეწყობა და ქოხები აშენდება, გაკეთდება ხიდები, კლდის საფეხურები.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება. მოწვევა სატენდერო წინადადებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 24.3 მლნ ლარია.

პროექტი ითვალისწინებს ჯუთა-ომალოს ბილიკების ქსელს, რომელიც მოიცავს კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევს, მცხეთა მთიანეთის რეგიონს, დუშეთის მუნიციპალიტეტსა და აღმოსავლეთ კავკასიონზე თუშეთის ქვაბულს. მისი საერთო ფართობი 341 260.4 ჰა-ს შეადგენს. ყველაზე დაბალი წერტილი ზღ. დ-დან 900 მ-ზე მდებარეობს, ხოლო ყველაზე მაღალი წერტილი ზღ.დ-დან 3431მ-ია.

საფეხმავლო მარშრუტზე, საბაზისო ინფრასტრუქტურის სახით, შემდეგი ობიექტების განთავსებაა გათვალისწინებული: ხიდები, მოაჯირები და კლდის საფეხურები.

ხიდები - მარშრუტზე სხვადასხვა სიგრძის (4-დან 16-მეტრამდე) ხიდების დროებითი და სტანდარტული კონსტრუქსაფეხმავლო მარშრუტზე, საბაზისო ინფრასტრუქტურის სახით, შემდეგი ობიექტების განთავსებაა გათვალისწინებული: ხიდები, მოაჯირები და კლდის საფეხურები. ასევე იგეგმება ლოდებით მოწყობილი ფონური ხიდების განთავსება. ჯაჭვის მოაჯირი, როგორც დამცავი ბაგირი, ბილიკის ორ მონაკვეთზე განთავსდება. (ჯამში 130 მეტრი). კლდოვან რელიეფზე ჰორიზონტალური საფეხურები მარშრუტის ერთ მონაკვეთზეა გათვალისწინებული. (ჯამში 30 მეტრი).

მონიშვნისათვის მოეწყობა:

• ორწარწერიანი მანიშნებელი დაფა - 81 ცალი
• ერთწარწერიანი მანიშნებელი დაფა - 39 ცალი
• უწარწერო - 184 ცალი
• ბოძი მანიშნებელი დაფისთვის - 124 ცალი
• ცალმხრივი საინფ. დაფა - 18 ცალი
• ადგილის ნიშანი - 31 ცალი
• წყლის ნიშანი - 2 ცალი
• ქვათაცვენის ნიშანი - 2 ცალი
• ბოძი ნიშნულისთვის - 3 ცალი
• ლოგოიანი სტიკერი - 124 ცალი


პროექტით გათვალისწინებულია ღამის სათევი ქოხების მოწყობა 7 ლოკაციაზე:

• აბუდელაური - ყაზბეგის ეროვნული პარკის და არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია.
• ზედა ტანიე- ყაზბეგის ეროვნული პარკის და არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტოტია.
• არხოტის თავი - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.
• დათვისჯვარი - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.
• ქვედა ტანიე - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.
• ხიდოტანი - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.
• ქვახიდი - თუშეთის ეროვნული პარკი და თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია.

ყველა ქოხი ერთსართულიანი იქნება. მათი ოპერირება ზამთარშიც იქნება შესაძლებელი. თითქმის ყველა ქოხთან გათვალისწინებული იქნება დამხმარე ნაგებობა და საკემპინგე სივრცე. შენობები ძირითადად მოპირკეთდება ნატურალური მასალებით - ხე, ფიქალი, ქვის წყობა.

სამუშაოები დაწყებიდან 18 თვეში დასრულდება.


business-partner.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up