დმანისი National Geographic-ის ახალ წიგნში „100 აღმოჩენა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო“

დმანისი National Geographic-ის ახალ წიგნში „100 აღმოჩენა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო“

access_time2021-11-20 16:50:55

მსოფლიოს 100 საოცარი აღმოჩენის ქრონიკამ ერთ წიგნში მოიყარა თავი: Lost Cities, Ancient Tombs: 100 Discoveries That Changed the World /დაკარგული ქალაქები, უძველესი სამარხები: 100 აღმოჩენა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო“. არქეოლოგებისა და მკვლევრების მიერ მოყოლილი ისტორიები პლანეტის წარსულს აცოცხლებს. წიგნი მსოფლიოს უმსხვილესმა სამეცნიერო პლატფორმამ National Geographic - მა გამოსცა.

100 საკვანძო ექსპედიცია დეტალურად არის განხილული,  უხვად ილუსტრირებული და ფოტო ქრონიკით დატვირთული. 6 კონტინეტზე გადაჭიმული ცივილიზაციის ისტორიას მეცნიერები დაუფარავად გვიყვებიან. ამბები სავსეა გამარჯვებებით, შეცდომებით, დღემდე საკვლევი საიდუმლო კოდებით.    აღმოჩენები შეეხება ცნობილ სამარხებს,  ფარაონების საგანძურს, ტერაკოტას მეომრებს, მაჩუ-პიქჩუს, მაიას ცივილიზაციას, ბუდისტურ სალოცავებს, ტიტანიკს, გამოქვაბულის ნახატებს, ალიასკის არტეფაქტებს და ბევრისთვის ნაცნობ არქეოლოგიას.

„როგორც მუზეუმის დირექტორი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ განსაკუთრებულ გამოცემაში ასახული მსოფლიოს 100 არქეოლოგიური საოცრებიდან, ორი ნიმუში ახლა საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დმანისი მოხვდა და, ალბათ, სულ დარჩება იმ აღმოჩენების გვერდით, რომელიც მსოფლიო ასეულს წარმოადგენს.  მე ვიტყოდი, რომ საქართველო, ალბათ, არის მსოფლიო მეცნიერების, უფრო კონკრეტულად კი, არქეოლოგიის ავანგარდში“, — განაცხადა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

დმანისში აღმოჩენილი ნამარხები უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ატარებს და გვიყვება, თუ რა გზით დატოვეს ჰომინიდებმა აფრიკა, შემდეგ კი გავრცელდნენ ევროპაში. 

National Geographic-ის ქართულმა რედაქციამ ამ მნიშვნელოვან მოვლენას ნოემბრის ნომრის პრეზენტაცია მიუძღვნა, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დმანისის არქეოლოგიურ ძეგლს და იმ უმნიშვნელოვანეს რჩეულ აღმოჩენებს, რომელიც  National Geographic-ის ახალ წიგნში შევიდა.


National Geographic ქართული რედაქცია რამდენიმე წელია შეუერთდა დიდ სამეცნიერო ოჯახსდა კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით, ქართულ ენაზე გამოსცემს ყველა იმ უნიკალურ მასალას, რაც ხელმისაწვდომია   100-ზე მეტ ქვეყანაში. რედაქცია ზრუნავს, რომ საქართველოშიც მომზადდეს ისეთი პროექტები, რომლითაც მსოფლიოს დააინტერესებს, ატარებს ფოტო კონკურსებს, იწვევს ავტორებს, რომლებიც აკადემიურ ცოდნაზე დაფუძნებულ მასალებს ქმნიან. არ ვართ განებივრებული ისეთი გამოცემები, რომლებიც ისტორიის, არქეოლოგიის, ანთროპოლოგიის, ეთნოგრაფიის, რელიგიათმცოდნეობის, ახალი ტექნოლოგიების, მედიცინის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ასტრონომიის, ასტროფიზიკის, გეოგრაფიის, მეტეოროლოგიის, კლიმატის, გეოლოგიის და არქიტექტურის სფეროში დაგროვილ ცოდნას ერთად უყრის თავს.

ეს არის ჟურნალი მთელი ოჯახისთვის, მით უფრო მოზარდებისთვის და სტუდენტებისთვის, რომლებიც ყველაზე ხშირად დაეძებენ საინტერესო მასალებს, მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას ანიჭებენ უპირატესობას, მზად არიან თვალსაწიერი გაიფართოონ, ახალი სფეროები და ინტერესები აღმოაჩინონ საკუთარ თავში. მთელი წლით ქართულიNational Geographic გამოწერა შესაძლებელია რედაქციის ვებ გვერდიდანთუ გაგიმართლათ და სილქნეტის მომხმარებელი ხართ,  ცხელი ხაზის 2100-100 მეშვეობით მარტივად მოხვდებით ჟურნალის გამომწერთა ბაზაში და ყოველთვიურად, სპეციალურ ფასად, საქართველოს მასშტაბით, თქვენთვის სასურველ მისამართზე გამოგიგზავნიან მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილ,   შემეცნებითი და ფოტო მასალით უხვად აღჭურვილ, ახალ-ახალ ნომრებს.

National Geographic  36 ენაზე ავრცელებს ცოდნას, მათ შორისაა საქართველო, რომლის  ქართული რედაქცია, სილქნეტთან ერთად, უკვე საქმიანობის 9 წელს ითვლის და ყოველი ახალი ნომრით  მკითხველს ჩვენი პლანეტის საინტერესო მოვლენებს მოუთხრობს.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up