უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებებმა შესაძლებელი გახადა „შეკავება და დეესკალაცია“.
„ეს კონტაქტი თავისთავად მოქმედებს როგორც შეკავება და დეესკალაცია. ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის გადამწყვეტ დიპლომატიურ ჩართულობას რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების მცდელობებში,“- განუცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა Reuters-ს.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ პუტინმა მოისმინა ძალიან მკაფიო და მკაცრი სიგნალები უკრაინის საზღვრებთან და რეგიონში სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით.“
დმიტრო კულება აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ ზელენსკის ხვალისთვის დაგეგმილ დიალოგსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ორი ქვეყნის ლიდერებს საშუალებას მისცემს, განიხილონ რუსეთის შეკავების შემდგომი ნაბიჯები და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით უკრაინას, რუსეთს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის ოთხმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების გზები.
IPN.GE