უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირს ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა, რადგან ოფიციალური თეირანი რუსეთს თვითმკვლელი უპილოტო თვითმფრინავებით ამარაგებს.
დასავლური მედიის ცნობით, ირანული წარმოების თვითმფრინავები ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის მასშტაბით ურბანული ცენტრებისა და ინფრასტრუქტურის, მათ შორის ელექტროსადგურების წინააღმდეგ გამოიყენეს.
ირანი უარყოფს უპილოტო თვითმფრინავების რუსეთისთვის მიწოდებას, კრემლს კი აღნიშნულზე კომენტარი არ გაუკეთებია.
გარდა ამისა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ევროკავშირის შემდეგი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი უნდა იყოს. უკრაინის პირველმა დიპლომატმა საკუთარი ქვეყნისთვის კვლავ მოითხოვა მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემისა და საბრძოლო მასალის მიწოდება.
ipn.ge