ეს იყო ადამიანთა განზრახ დახოცვა. ჩვენ ომის ყველა დამნაშავეს პასუხს ვაგებინებთ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე განმარტებით, რუსმა სამხედროებმა კარგად იცოდნენ, რომ კრამატორსკის რკინიგზის სადგური მშვიდობიანი მოსახლეობით იყო სავსე, მაგრამ ამის მიუხედავად თავდასხმა ბალისტიკური რაკეტით განახორციელეს.
„რუსებმა იცოდნენ, რომ რკინიგზის სადგური კრამატორსკში სავსე იყო მშვიდობიანი მოსახლეობით, რომლებიც მათ ევაკუირებას ელოდნენ. ამის მიუხედავად, რუსებმა მასზე თავდასხმა ბალისტიკური რაკეტით განახორციელეს. ეს იყო ადამიანთა განზრახ დახოცვა. ჩვენ ომის ყველა დამნაშავეს პასუხს ვაგებინებთ“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.
შეგახსენებთ, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია.