უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, შეზღუდოს რუსეთის წვდომა საზღვაო ტრანსპორტზე.
„რუსეთის ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა დიდწილად ეყრდნობა საზღვაო ტრანსპორტირებას, რომელიც უზრუნველყოფილია უცხოური ფლოტებით. მოვუწოდებ პარტნიორებს: შეზღუდონ რუსეთის წვდომა მათ სერვისებზე და გაანადგურონ პუტინის ომის მანქანა,“- წერს კულება „ტვიტერზე“.
მისი თქმით, ის, „რის ექსპორტსაც რუსეთი დღეს რეალურად ახორციელებს მსოფლიოში, არის სიკვდილი, კრიზისი და სიცრუე.“
ipn.ge