უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში რუსეთის ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა დანგრეული შენობიდან 38 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის ექვსი ბავშვია. ნანგრევების ქვეშ 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - ერთი ბავშვი. დაშავებულია 73 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი.
დნიპროში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.