დნესტრისპირეთში საყოველთაო მობილიზაციაა, სანდუ მოლდოვასა და რუმინეთის გაერთიანებაზე ალაპარაკდა

დნესტრისპირეთში საყოველთაო მობილიზაციაა, სანდუ მოლდოვასა და რუმინეთის გაერთიანებაზე ალაპარაკდა

access_time2022-04-28 13:30:03

მოლდოვას სეპარატისტულ რეგიონში ვითარება უკიდურესად მწვავდება. რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლს დაქვემდებარებულ არაღიარებულ რესპუბლიკაში დღეს, 28 აპრილს, საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა. მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ კი თავისი ქვეყნის რუმინეთს მიერთებაზე ალაპარაკდა.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში ადგილობრივ ე.წ. ადმინისტრაციებს სპეციალურ სამხედრო შეკრებებზე რეზერვისტების მობილიზების ბრძანება გაეგზავნათ. შეკრება 90 დღეს გაგრძელდება. „გამოძახებული იქნება 55 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცი. ისინი მიიღებენ ფულად ანაზღაურებას, კვებას და საცხოვრებელს. ახალწვეულები 2800 რუბლს მიიღებენ“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც უკრაინის დაზვერვამ მოიპოვა, წერს RBC-Ukraine.


უკრაინული დაზვერვის ცნობით, საყურადღებოა, რომ მობილიზაციის წერილი 21 აპრილით არის დათარიღებული, ანუ ერთი დღით ადრე, ვიდრე დნესტრისპირეთში სარეტრანსლაციო ანძებს და უშიშროების შენობას ააფეთქებდნენ, რომელთა დროსაც არავინ დაშავებულა.


თავად სეპარატისტული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ვადიმ კრასნოსელსკი უარყოფს დნესტრისპირეთიდან წვევამდელი ასაკის კაცებისთვის გასვლის შეზღუდვისა და საყოველთაო მობილიზაციის შესახებ ინფორმაციას.


მოლდოვა–რუმინეთის გაერთიანების პერსპექტივა


მოლდოვას პროდასავლური პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელიც ამ პოსტზე მოსვლის დღიდან კატეგორიულად მოითხოვს დნესტრისპირეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანას, არ გამორიცხავს, რომ მოლდოვა და რუმინეთი შეიძლება გაერთიანდნენ ერ სახელმწიფოდ. თუმცა, მისივე თქმით, ამისათვის სულ მცირე ერთი პირობა უნდა შესრულდეს, იუწყება Jurnal TV.



მაია სანდუს თქმით, აუცილებელია მოქალაქეების სურვილი.


„ეს მოქალაქეებს უნდა კითხოთ. გაერთიანება მხოლოდ ხალხის მხარდაჭერით შეიძლება მოხდეს, როდესაც მოქალაქეები იტყვიან, რომ ასე სურთ და ასეც მოხდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


სანდუმ ნატოში მოლდოვას გაწევრიანების შესაძლებლობაზე კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მტკიცე მხარდაჭერის შესაძლებლობას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები ჯერ არ აძლევს.


მანამდე მოლდოვას ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა იური ლიანკემ განაცხადა, რომ მოლდოვა რუმინეთს უნდა შეუერთდეს, როგორც კი რუსეთის ჯარები მიუახლოვდება მის ქვეყანას.


უკრაინა საზღვარს ამაგრებს


ამასობაში, დნესტრისპირეთში დაძაბულობის გამწვავების ფონზე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოლდოვას სეპარატისტულ რეგიონთან საზღვრების გამაგრება დაიწყო.


უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალებმა ოდესის ოლქსა და დნესტრისპირეთს შორის საზღვარი გაამაგრეს. ამის შესახებ ხუთშაბათს, 28 აპრილს ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა სერგეი ბრატჩუკმა განაცხადა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up