ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გუშინ დნიპროში აფეთქებული შენობის ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც უკრაინის პრეზიდენტი წერს, ამ დროისთვის მაშველებმა ნანგრევებიდან 39 ადამიანის, მათ შორის 6 ბავშვის, ამოყვანა შეძლეს. აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რიცხვმა 25-ს მიაღწია, აქედან - 1 ბავშვია. სულ 73 ადამიანი დაშავდა, იძებნება - 43.
როგორც ზელენსკი წერს, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება, ფსიქოლოგები დაზარალებულებს დახმარებას უწევენ და უკრაინელი მაშველები აგრძელებენ ბრძოლას თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად.
სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.