დოკუმენტების მიხედვით, რუსეთს უკრაინის დაპყრობის და მისი ლიდერების მკვლელობის 10-დღიანი გეგმა ჰქონდა

დოკუმენტების მიხედვით, რუსეთს უკრაინის დაპყრობის და მისი ლიდერების მკვლელობის 10-დღიანი გეგმა ჰქონდა

access_time2022-12-02 12:50:22

გასაჯაროებული რუსული დოკუმენტების თანახმად, რუსეთს უკრაინის დაპყრობის და მისი ლიდერების მკვლელობის 10-დღიანი გეგმა ჰქონდა. ამის შესახებ აღნიშნულია ბრიტანეთის „თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტის“ (RUSI) კვლევაში.



კვლევის თანახმად, რუსეთი უკრაინის ტერიტორიის ანექსიის დასრულებას მიმდინარე წლის აგვისტოსთვის გეგმავდა. ბრიტანეთის არმიასთან დაკავშირებული კვლევითი ცენტრის მოხსენების მიხედვით, გეგმების სრული მასშტაბები რუსეთის ოფიციალური პირების მხოლოდ მცირე ჯგუფმა იცოდა.



როგორც ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინაში შეჭრისა და ოკუპაციის გეგმა, შეჭრის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების უფროსების მოადგილეებმაც კი არ იცოდნენ, ხოლო ტაქტიკურმა სამხედრო ჯგუფებმა ბრძანება შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღეს.




დოკუმენტებმა ასევე აჩვენა, რომ რუსეთი გეგმავდა უკრაინის ელექტროსადგურების, აეროდრომების, წყალმომარაგების, ცენტრალური ბანკისა და პარლამენტის ხელში ჩაგდებას. დოკუმენტებში ნათქვამია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს დაევალათ უკრაინის ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია. უკრაინის სადაზვერვო სამსახურები ასევე მიიჩნევენ, რომ რუსეთი გეგმავდა ბელარუსის საჰაერო-სადესანტო დანაყოფების გამოყენებას რივნისა და ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურების დასაკავებლად.



კვლევის თანახმად, რუსეთი გეგმავდა შეჭრას „მასობრივი სარაკეტო და საჰაერო თავდასხმით“ უკრაინის სამხედრო ობიექტებზე, ხოლო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა ელექტროსადგურები და რკინიგზა, თავდასხმა არ იგეგმებოდა, რადგან უკრაინის ოკუპაციისთვის მნიშვნელოვანი საყრდენი უნდა ყოფილიყო.



ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი დროთა განმავლობაში გეგმავდა მასწავლებლებისა და სხვა ოფიციალური პირების რუსეთიდან ჩაყვანას „უკრაინელების ხელახალი განათლების“ დასაწყებად.



1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up