დოლარის კურსის ზრდა სხვა ვალუტებთან მიმართებაში ქმნის დამატებით წნეხს ევროპულ ეკონომიკაზე და სხვა ქვეყნებზე. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ანალიტიკურ მასალაში წერს.
სააგენტოს შეფასებით, დოლარის გამყარება ქმნის მოჯადოებულ წრეს - ამ ვალუტაზე მზარდი ფასები სხვა ქვეყნებს აიძულებს გაამყაროს საკუთარი ვალუტა და იწვნიონ ფინანსური დანაკარგები, რაც დოლარს აიძულებს კიდევ უფრო გამყარდეს.
„ჩვენ გვაქვს ევროპული პრობლემა, რომელიც წნეხს აწევს ევროზე, რაც ზრდის დოლარის კურსს, აუარესებს საწარმოო ციკლს და ეს ყველაფერი მეორდება,“ - აცხადებს სააგენტოს ერთ-ერთი ანალიტიკოსი.
მოსალოდნელია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი ამ თვეში გაზრდის საკვანძო განაკვეთს პირველად 2011 წლიდან. გერმანიას, რომელიც ევროპის უმსხვილესი ეკონომიკაა, მონეტარული პრობლემები აქვს გაზის ფასის ზრდასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ ურტყამს მრეწველობას.
„ჩვენ ვიმყოფებით ერთგვარ სავალუტო ომში. სავალუტო შოკის ბუნების გათვალისწინებით ცენტრალურ ბანკს უწევთ კონცენტრირება საკუთარ ვალუტებზე,“ - ვკითხულობთ მასალაში.
როგორც ცნობილია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფონზე ევროკავშირს თავს დაატყდა არსებითი ინფლაცია, რომელმაც მაისში წლიურ გამოხატულებაში - 8,1% , აპრილში კი 7,4% შეადგინა.
Bpn.ge