ორშაბათს დილით ოქროს ფასი გაიზარდა, ამას სავაჭრო მონაცემები მოწმობს. ამერიკული ვალუტის შესუსტება მხარს უჭერს ძვირფასი ლითონის კვოტირებას, ინვესტორები ამ კვირაში ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის გამოსვლებს ელოდებიან.
ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე აპრილის ოქროს ფიუჩერსების ფასი 5,3 დოლარით, ანუ 0,29%-ით გაიზარდა და უნციაზე 1859,9 დოლარი შეადგინა. ვერცხლის მაისის ფიუჩერსები კი 0,42%-ით გაძვირდა და უნციაზე 21,328 დოლარი შეადგინა.
მიმდინარე კვირის მთავარი მოვლენები ბაზრებზე იქნება აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის (FRS) ხელმძღვანელის ჯერომ პაუელის გამოსვლები კონგრესის წინაშე, რომელიც დაგეგმილია სამშაბათს და ოთხშაბათს, ასევე აშშ-ში უმუშევრობის სტატისტიკის გამოქვეყნება.
როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ოქრო მგრძნობიარეა ფედერალური სარეზერვო სისტემის სიგნალების მიმართ მონეტარული პოლიტიკის შესახებ, ასევე მაკრო სტატისტიკის მიმართ აშშ-დან, რადგან ეს გავლენას ახდენს დოლარის ღირებულებაზე, რომელიც განსაზღვრავს ოქროზე მოთხოვნას.