იტალიური მოდის სახლი Dolce&Gabbana ჩაუშვებს მიმართულებას Beauty, რომელიც დამოუკიდებლად დაკავდება კოსმეტიკისა და პარფიუმერიის წარმოება/რეალიზაციით - წერს Financial Times კომპანიის ოპერაციების დირექტორზე, ჯანლუკა ტონილოზე დაყრდნობით.
ამ დროისთვის კომპანიის ბრენდის ქვეშ გამოცემულ კოსმეტიკასა და პარფიუმერიას მისთვის აწარმოებს იაპონური Shiseido, თუმცა მასთან კონტრაქტი სრულდება. „ჩვენ გავხდებით პირველი იტალიური მოდის სახლი, რომელიც დამოუკიდებლად გამოსცემს ასეთ პროდუქციას“, - განაცხადა ტონილომ.
ამ მიმართულების განვითარებისთვის კომპანია 300 მლნ ევროს ინვესტიციას განახორციელებს და დაასაქმებს დამატებით 150 ადამიანს.
ამ დროისთვის Dolce&Gabbana-ს კოსმეტიკისა და პარფიუმერიის წარმოების ხაზი შეფასებულია 476 მლნ ევროდ. თუმცა სეგმენტის ბრუნვა შესაძლოა, 1-დან 2,5 მლრდ ევრომდე გაიზარდოს.
bpn.ge