Dolce & Gabbana-მ ფეხსაცმელების ახალი კოლექცია შექმნა, სადაც ფეხსაცმელები, რომლებიც ნარჩენების ტომრებს ჰგავს 1 200 აშშ დოლარი ღირს. ამის შესახებ NYPOST-ი წერს.
Dolce & Gabbana-ს უახლესი ფეხსაცმელი შავ ნაგვის ტომარას წააგავს, რომ არა მისი ძირები. ფეხსაცმელი-ტომარა დაახლოებით კოჭთან თასმებით იკვრება.
ფუტურისტული აღწერით, იტალიური მოდის სახლი ირწმუნება, რომ Nappa-ის ეფექტის მქონე ფეხსაცმელი მეტავერსის სტილს აერთიანებს და უსასრულობისა და თანამედროვეობის შერწყმაა.
ფეხსაცმლის დიზაინზე Nappa-effect Wave-მა იმუშავა. New York Post-ის ინფორმაციით, ფეხსაცმელები საკმაოდ პოპულარული გახდა და ინფორმაცია ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში.
სოცილაურ ქსელებშ წერენ, რომ ეს არის ფეხსაცმელი მათთვის, ვისაც მაღალქუსლიანი და მოდური ფეხსაცმელების „დატროლვა“ სურს.