დომინანტური მდგომარეობა და შეთანხმებულად ფასების დაწესება თუ დადასტურდება, მკაცრი სანქციებია - ზურაბ აზარაშვილი

დომინანტური მდგომარეობა და შეთანხმებულად ფასების დაწესება თუ დადასტურდება, მკაცრი სანქციებია - ზურაბ აზარაშვილი

access_time2023-03-27 21:00:12

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა იმ გარემოებებზე, რის საფუძველზეც აუცილებლად მიიჩნიეს, რომ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს რეფერენტულ მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურად გაზრდასთან დაკავშირებით მოკვლევა დაეწყო.


ზურაბ აზარაშვილის თქმით, თვეში ერთხელ გამართულ დახურული ტიპის აუქციონზე ეს ოთხი-ხუთი კომპანია 80 დასახელების მედიკამენტზე ერთსა და იმავე ფასებს გვთავაზობს. თეორიულადაც წარმოუდგენელია, ერთმანეთთან შეუთანხმებლად ყველამ ერთი და იგივე ფასი მოგვაწოდოს. უკვე მეორე შემთხვევა რადგან იყო, კონკურენციის სააგენტომ დაუყოვნებლივ დაიწყო მოკვლევა. დომინანტური მდგომარეობა და შეთანხმებულად ფასების დაწესება თუ დადასტურდება, მკაცრი სანქციებია, რასაც კონკურენციის სააგენტო გაატარებს.


„რეფერენტული ფასები არის მსოფლიოში აპრობირებული ყველაზე სწორი ფასთწარმოქმნის მექანიზმი ფარმაცევტულ ბაზარზე. შესაბამისად, აუცილებელი იყო ქვეყანაში რეფერენტული ფასების დაწესება, რათა მოსახლეობისთვის მედიკამენტი მეტად ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ასევე სახელმწიფოს მხრიდანაც რაც შეიძლება მეტად ეფექტიანად მომხდარიყო მედიკამენტებზე თანხის ხარჯვა.


დაახლოებით 7 000 მედიკამენტია დღეს ბაზარზე, რაც ბრუნავს, საიდანაც პირველ ეტაპზე 1 100 მედიკამენტზე დავაწესეთ რეფერენტული ფასები. ძირითადად, ესენი არიან ქრონიკული ტიპის მედიკამენტები, რომელთა უდიდეს ნაწილსაც წლის განმავლობაში სხვადასხვა ლიმიტით ვუფინანსებთ 300 000-ზე მეტ ჩვენს მოქალაქეს. ადამიანები მიდიან აფთიაქში და უფასოდ იღებენ მედიკამენტებს.



სწორედ ამ 1 100 მედიკამენტზე რეფერენტული ფასების შემოტანით ღირებულების დაახლოებით 40-პროცენტიანი კლებაა.  40-პროცენტიანმა კლებამ მოგვცა შესაძლებლობა, მოცვა კიდევ უფრო გაგვეზარდა. აქამდე ადამიანებს რამდენიმე თვეში თუ უთავდებოდათ ლიმიტი, ახლა უკვე წლის განმავლობაში სრულად შეგვიძლია ქრონიკული საჭიროებისთვის მედიკამენტების დაფინანსება.


ონკოლოგიური მედიკამენტების შემთხვევაში, რეფერენტული ფასთწარმოქმნის დროს, როცა ძვირადღირებული მედიკამენტებია, გვაქვს რეკომენდაცია, რომ პირდაპირ მწარმოებლებთან მოხდეს სამინისტროს, სახელმწიფოს მხრიდან მოლაპარაკებები, მწარმოებლებთან ეგრეთ წოდებული პირდაპირი შეთანხმებით მიიღწეს, რომ მნიშვნელოვანი ფასდაკლება გაუკეთონ სახელმწიფოს და პირდაპირ დავდოთ კონტრაქტები. ამ მხრივაც, რასაკვირველია, უკვე დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები. 80 დასახელებამდე მედიკამენტია და წლის განმავლობაში დაახლოებით 90 მილიონ ლარს ვხარჯავთ ამ მიმართულებით.


ამ მედიკამენტების დაახლოებით ათამდე მწარმოებელია და ინდივიდუალურად, პირდაპირ მწარმოებელ ქარხნებთან, მსხვილ მწარმოებლებთან გვიწევს შეთანხმება. ძალიან მალე ეს მედიკამენტები ქვეყანაში შემოვა პირდაპირ მწარმოებლიდან და ჩვენ შეგვეძლება, მნიშვნელოვნად შემცირებული თანხები გადავიხადოთ. სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას როგორც ქრონიკული მედიკამენტების შემთხვევაში, ისე ონკოლოგიური მედიკამენტების, რომ სრულად დავაფინანსოთ ონკოლოგიური პაციენტების მთელი წლის საჭიროება. შესაბამისად, მოიხსნას პრობლემები, რომლებიც ლიმიტის ამოწურვას ეხებოდა. საერთოდ, ლიმიტის მოხსნაზეც გვაქვს საუბარი.


რაც შეეხება იმ ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებას, სამწუხაროდ, ასეთი სავარაუდო ფაქტები დაფიქსირდა. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რა განაპირობებს ჩვენს ვარაუდს. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო დაახლოებით 90 მილიონის მედიკამენტს ყიდულობს წლის განმავლობაში. ისევ და ისევ ძირითადად ოთხი-ხუთი მომწოდებელი მსხვილი კომპანიის თხოვნის საფუძველზე, ყოველთვიურად ხდება ფასის დაფიქსირება. ტარდება ეგრეთ წოდებული დახურული აუქციონის ტიპის შემოთავაზებები. ყველა კომპანიას მაქსიმალური ინტერესი აქვს, რადგან ძვირად ღირებული მედიკამენტებია, მაგრამ ძვირად ღირებულთან ერთად, მნიშვნელოვანია, გონივრული ფასები იყოს დაწესებული, მით უმეტეს, როცა ონკოლოგიურ პაციენტებს ეხება საქმე და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება დაფინანსება. რომ წარმოიდგინოთ, თვეში ერთხელ გამართულ დახურული ტიპის აუქციონზე ეს ოთხი-ხუთი კომპანია 80 დასახელების მედიკამენტზე ერთსა და იმავე ფასებს გვთავაზობს. თეორიულადაც წარმოუდგენელია, ერთმანეთთან შეუთანხმებლად ყველამ ერთი და იგივე ფასი მოგვაწოდოს. ზუსტად ეს იყო ამ ვარაუდის საფუძველი. უკვე მეორე შემთხვევა რადგან იყო, კონკურენციის სააგენტომ დაუყოვნებლივ დაიწყო მოკვლევა. დომინანტური მდგომარეობა და შეთანხმებულად ფასების დაწესება თუ დადასტურდება, მკაცრი სანქციებია, რასაც მათ მიმართ კონკურენციის სააგენტო გაატარებს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up