„დომინო“ მეხუთე წელია ზარალზეა - 2020 წელს კომპანიის ზარალი 7,1 მლნ ლარს შეადგენდა

„დომინო“ მეხუთე წელია ზარალზეა - 2020 წელს კომპანიის ზარალი 7,1 მლნ ლარს შეადგენდა

access_time2021-11-26 14:00:55

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის ჰიპერმარკეტი „დომინო“ - შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბრენდი, მეხუთე წელია ზარალზეა. ამის შესახებ კომპანიის 2020 წლის ინდივიდუალური ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის მიხედვით, პანდემიური 2020 წელი კომპანიამ 7,1 მლნ ლარიანი ზარალით დაასრულა.  2019  წელს კომპანიის ზარალი 7.2 მლნ ლარს შეადგენდა.

 


„დომინომ“ გასულ წელს 55,8 მლნ შემოსავალი მიიღო, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება 40,1 მლნ იყო. შესაბამისად, 2020 წლის განმავლობაში კომპანიის მთლიანმა მოგებამ 15,7 მლნ ლარი შეადგინა.

 


კომპანიის მიერ დასაქმებული პირების საშუალო რაოდენობა 2020 წლის განმავლობაში 405 ადამიანს შეადგენდა, მათი სახელფასო ხარჯი 7,2 მლნ ლარი იყო.

 


აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის მდგომარეობით კომპანიის ვალდებულებებმა მის აქტივებს 22,5 მლნ ლარით გადააჭარბა, რაც ძირითადად განპირობებულია გადაუხდელი სესხის ძირი თანხითა და დარიცხული პროცენტის ნაშთით მისი მშობელი კომპანიის მიმართ, რაც შეადგენს 28,982 ათას ლარს. კომპანიამ მიიღო ფორმალური მხარდაჭერის წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ მშობელი კომპანია გააგრძელებს კომპანიისთვის ფინანსური დახმარების გაწევას, რათა მან განაგრძოს საქმიანობა.


 


2021 წლის 1-ელ თებერვალს შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ თავის მშობელ კომპანიასთან „TERMINAL WEST (DIY) HOLDINGS LIMITED“ დამატებითი სესხის ხელშეკრულება გააფორმა, 8 საპროცენტო განაკვეთით წელიწადში, 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯამური ლიმიტით, ათვისების პერიოდით - 2025 წლის 31 დეკემბერი, ხოლო დაფარვის ვადით - 2035 წლის 31 დეკემბერი. მომზადებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სესხის ხელშეკრულების მიზანი იყო ძირითადი საშუალებების შესყიდვისა და სამუშაო კაპიტალის დაფინანსება ახალი მაღაზიის გასახსნელად, რომელიც გლდანი-დიღმის დამაკავშირებელი მაგისტრალის ჩრდილოეთით განთავსდება.

 


ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის 3 მარტს, შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დამატებით შეამცირა მშობელი კომპანიისგან „TERMINAL WEST (DIY) HOLDINGS LIMITED“ არსებული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში აღებული სესხი 200 ათასი აშშ დოლარის ოდენობით.

 


2018 წელს ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, კომპანიის საქმიანობა გაეფართოებინათ და 1,000 – 3,000 კვ.მ. ფართის მაღაზიების ახალი ფორმატი შეიმუშავა. „დომინო მარკეტი“-ს სავაჭრო დასახელებით 2019 წელს ისანში პირველი მაღაზია გაიხსნა. ამავე წელს კომპანიამ მეორე მაღაზია დიდ დიღომში გახსნა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, იჯარის ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას ისანში მდებარე მაღაზია დაიხურა.

 


შეგახსენებთ, რომ დომინოს პირველი ჰიპერმარკეტი „ისთ ფოინთის“ ტერიტორიაზე 2015 წლის 23 მაისს გაიხსნა და მისი საერთო ფართი 12,000 კვ.მ.-ს შეადგენს. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა სამშენებლო მასალების და საყოფაცხოვრებო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. რაც შეეხება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგს“, იგი 2014 წელს დაფუძნდა. კომპანიის უშუალო მშობელ კომპანიას წარმოადგენს „Terminal West (DIY) Holdings Limited“ (კვიპროსი), კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელ მხარეს წარმოადგენს „Quadrum Investment Management Limited“ (კაიმანის კუნძულები), რომელიც მართავს კომპანიას ინვესტორების სასარგებლოდ და რომლის საბოლოო 100% წარმოადგენს ოლეგ პავლოვის საკუთრებას.


ბაჩო ადამია


თეგები:
დომინო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up