Domus Georgia-ს საუბრების სერია თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში

Domus Georgia-ს საუბრების სერია თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში

access_time2022-10-27 17:10:00

5 და 12 ნოემბერს, 17:00 საათზე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში უმასპინძლებს შეხვედრა-დისკუსიას, რომლის ფარგლებშიც ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმები.


5 ნოემბერი, 17:00 საათი, ორი ფილმის ჩვენება და დისკუსია:


„ამერიკული არქიტექტურის პარადიგმები “(Paradigms of American Architecture)


წარმოადგენს დოკუმენტური ინტერვიუების სერიას ცნობილ ამერიკელ არქიტექტორებთან და მემკვიდრეობის დაცვის ექსპერტებთან, რომელიც თბილისის არქიტექტურის, დიზაინის და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრმა ჩაწერა ნიუ იორკში, საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით. Take the Step - ბრედ ვოგელი, ნიუ იორკის მემკვიდრეობის დაცვის არქივის დირექტორი, საუბრობს ურბანული მემკვიდრეობის ამერიკულ გამოცდილებაზე, ნიუ იორკის მემკვიდრეობის დაცვის ისტორიაზე, დღევანდელ გამომოწვევებსა და ურბანული მემკვიდრეობის კულტურულ და ეკონომიკურ როლზე ქალაქის განვითარებაში. Architecture of Profound Optimism-ინტერვიუ ცნობილ ამერიკელ არქიტექტორებთან თოდ უილიამსსა და ბილი ჩენთან/Tod Williams & Billie Tsien Architects - ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ არქიტექტურულ წყვილთან, რომლებიც საუბრობენ დიზაინის ფილოსოფიაზე, ღირებულებებზე, სამუშაო პროცესზე, ინსპირაციაზე, არქიტექტურულ განათლებაზე, დროისა და პანდემიის გამოწვევებზე და საკუთარ პროექტებზე.


12 ნოემბერი, 17:00 საათი, ფილმის ჩვენება და დისკუსია:



Connecting Audience with the Story - ინტერვიუ ცნობილ ამერიკელ არქიტექტორთან და დიზაინერთან დევიდ როქუელთან/არაერთი ჯილდოს მფლობელი ინტერდისციპლინარული სტუდიოს Rockwell Group-ის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან. დევიდი საუბრობს უნიკალურ გამოცდილებებზე და პროექტებზე რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდა- დიზაინის საკუთარ ფილოსოფიაზე, დრამატურგიაზე, მუსიკაზე, საჯარო სიცრცეებზე, გამოწვევებსა და ადამიანებისათვის უკეთესი გარემოს შექმნის ისტორიებზე.


ორივე შეხვედრას გაუძღვება - პროექტის ავტორი, არქიტექტურის დოქტორი, თბილისის არქიტექტურის დიზაინის და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის დამფუძნებელი, Domus Georgia-ს მთავარი რედაქტორი, ლენა კილაძე


დასასწრებად, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge-ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი შეხვედრაზე დასასწრებ ბილეთს გამოგიგზავნით.


(R)




თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up