დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე

დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე

access_time2022-06-27 15:15:42

დომუსი,  ეკოლოგიურად სუფთა გარემოში,  ბუნებასთან ახლოს,  ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას იწყებს.

დომუსი გაზაფხული, - ეს არის ადგილი, სადაც ოთხივე სეზონზე შესაძლებელია, იცხოვრო გაზაფხულის შეგრძნებით. კომპანიის ახალი პროექტი, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, საბურთალოზე, ყველაზე მშვიდ და გამწვანებულ ლოკაციაზე, გაზაფხულის ქუჩაზე მდებარეობს.


22 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი 2 სადარბაზოსგან შედგება, სადაც 230 ბინაა წარმოდგენილი. 3 სართული ეთმობა მიწისქვეშა პარკინგს, რომელიც 300-მდე ავტომობილისთვის არის გათვალისწინებული. პროექტი განსაკუთრებით, მომხიბვლელია რეკრეაციული სივრცით, რომელიც 4000 კვ.მ. ფართობზეა გაშლილი და  სხვადასხვა გასართობ, თუ მოსასვენებელ კუთხეს მოიცავს; ეზოში, ბავშვებისთვის შემოქმედებითი ბაღის მოწყობაც იგეგმება. პროექტში განხორციელებული ინვესტიცია, სრულად მიმართულია ეკოლოგიურად სუფთა  და მყუდრო განაშენიანების შექმნაზე.


მნიშვნელოვანია, რომ გაყიდვების საწყის ეტაპზე, „დომუსი” მომხმარებლებს განსაკუთრებულ ფასსაც სთავაზობს, რომელიც მომდევნო თვეებში აღარ განმეორდება.  ამასთან, შიდა, უპროცენტო, 30 თვიანი განვადება და ერთიან გადახდაზე დამატებითი ფასდაკლებებიც ძალაშია.




და რაც ყველაზე მომხიბვლელია, დომუსი ახალ პროექტს გაზაფხულივით მშვენიერ შეთავაზებასთან ერთად წარადგენს - პირველი 30 მყიდველი, 100 კვ.მ. და მეტი ფართის ბინის შეძენისას და მისი ღირებულების მინიმალური შენატანის -  30%-ის გადახდის შემთხვევაში, მალდივებზე 2 კაციანი საგზურით დასაჩუქრდება.


დომუსი, არის ბრენდი, რომელიც უძრავი ქონების სექტორში თავად აწესებს ხარისხის სტანდარტს და ნერგავს ინოვაციებს საქართველოს ბაზარზე. თუ ერთხელ მაინც გქონიათ შეხება დომუსის სახლთან, ერთი შეხედვაც საკმარისია უპირატესობების გამოსავლენად.   დომუსის სახელის უკან, უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე, პროფესიონალები დგანან და მათი მთავარი მოტივაციაა, ადამიანებს მომავალ სახლში უზრუნველი და კომფორტული საცხოვრებელი გარემო დაახვედრონ.

 

რატომ „გაზაფხული“?.. გაზაფხული გამორჩეულად ლამაზი ქართული სიტყვაა, გაზაფხულს მოაქვს სიცოცხლე და იშლება ცხოვრების ახალი ფურცელი;  გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ჩვენში იღვიძებს სიახლეების სურვილი და რაც მთავარია, დომუსის ახალი პროექტი, გაზაფხულის ქუჩაზე მდებარეობს. ვინაიდან, მალდივებზეც სულ მზე და სითბოა, გადავწყვიტეთ, რომ დომუსი გააფხულის“  საცხოვრებელი კომპლექსის  პირველი 30 მყიდველი  2 კაციანი საგზურით დავასაჩუქროთ. თქვენ დაისვენეთ, ჩვენ ავაშენებთ! გარდა ამისა, ჩვენი ურთიერთობა ბინის შეძენით მხოლოდ იწყება, წინ მრავალწლიანი ჰარმონიული თანაცხოვრება გველის,“ - აღნიშნავს  დომუსის  მარკეტინგის ხელმძღვანელი ტატიანა ქათამაძე.   

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up