აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელ Truth-ში წერს, რომ მას სამშაბათს დააკავებენ და მომხრეებს პროტესტისკენ მოუწოდებს.
შესაძლო დაკავება ე.წ. სტორმი დენიელსის საქმეს ეხება, რომელიც ამტკიცებს, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მას 130 000 დოლარი გადაუხადა, რომ მათი სექსუალური კავშირი საიდუმლოდ დაეტოვებინა.
დენიელსმა დონალდ ტრამპს და მის ადვოკატს მაიკლ კოენს სასამართლოში უჩივლა, რომლებიც მას სიცრუეში ადანაშაულებენ.
გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი ამტკიცებს, რომ მანჰეტენის რაიონის პროკურორის ოფისიდან გაჟონილი ინფორმაცია იმაზე მეტყველებს, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ყველაზე გამორჩეული კანდიდატი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მომავალ კვირას სამშაბათს იქნება დაკავებული.