აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არიზონას შტატში, პრესკოტის ველში გამართულ შეხვედრაზე ამომრჩევლებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ რესპუბლიკელ კანდიდატებს კარი ლეიკს გუბერნატორის პოსტზე და ბლეიკ მასტერსს აშშ-ის სენატში.
„ჩვენ არასოდეს დავნებდებით, არასოდეს დავთმობთ, არასდროს, არასდროს, დავიხევთ უკან. სანამ ჩვენ ვართ ერთიანები, ტირანებს, რომელთა წინააღმდეგაც ჩვენ ვიბრძვით, შანსი არ აქვთ, რადგან ჩვენ ვართ ამერიკელები, რომლებიც მხოლოდ ღმერთის წინაშე დავიჩოქებთ. ჩვენ სულ რაღაც ოთხი თვე გვაშორებს ამერიკის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებს,“-განაცხადა ტრამპმა.
წყარო www.foxnews.com