ფეიკ ნიუსია, რომ მე ნიუ-იორკს არ ვეხმარები იმიტომ, რომ გუბერნატორი კუომო არ მომწონს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„ბევრს ვმუშაობ, რათა ნიუ-იორკს და ნიუ-იორკის შტატს დავეხმარო. როგორც მერთან, ასევე გუბერნატორთან ვთანამშრომლობ, რათა ახალი სამედიცინო ცენტრები და ოთხი ახალი საავადმყოფო გავხსნათ. ფეიკ ნიუსია, რომ მე ნიუ-იორკს არ ვეხმარები იმიტომ, რომ გუბერნატორი კუომო არ მომწონს. ახლახან გავუგზავნე ხელოვნური სუნთქვის 4 000 აპარატი!“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.
დღს ნიუ-იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ ფედერალური მთავრობისგან სამედიცინო ინვენტარი მოითხოვა და განაცხადა, რომ კორონავირუსი მის შტატში ჩქაროსნულ მატარებელზე სწრაფად ვრცელდება.
ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკში კორონავირუსის 25 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია 210 ადამიანი.
ჯანმოში განაცხადეს, რომ შესაძლოა პანდემიის ეპიცენტრმა ევროპიდან აშშ-ში გადაინაცვლოს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანა აპრილში შეზღუდვებს მოხსნის.
imedinews.ge