უახლოეს დროში აშშ დეტალურ ინფორმაციას წარადგენს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ჟურნალისტების კითხვას, თუ როდის გაავრცელებს აშშ-ის ხელისუფლება ინფორმაციას კორონავირუსის წარმოშობის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:
„ბევრი მისვამს ამ კითხვას. უახლოეს დროში გავავრცელებთ ინფორმაციას ამის თაობაზე“.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპს არ დაუზუსტებია კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ზუსტი თარიღი.
3 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ კორონავირუსის უხანის ლაბორატორიაში გაჩენის მტკიცებულება არსებობს.
„უზარმაზარი მტკიცებულება არსებობს, რომ ყველაფერი სწორედ იქ დაიწყო“, - განაცხადა პომპეომ, თუმცა ჩინეთის ხელისუფლების ვირუსთან გამკლავების კრიტიკის მიუხედავად არ უთქვამს, ვირუსმა ლაბორატორიაში შემთხვევით გაჟონა თუ არა.
Imedinews.ge