თეთრი სახლის ლიდერმა ფეხბურთელებს ბოიკოტი გამოუცხადა. ამის შესახებ მან Twitter-ის გვერდზე დაწერა.
„ამიერიდან მათ თამაშებს აღარ ვუყურებ,“-წერს ტრამპი.
მანამდე ამერიკის ფეხბურთის ეროვნულმა ფედერაციამ (USSF) სპორტსმენებს ეროვნული ჰიმნის დროს მუხლზე დადგომის უფლება მისცა. ამ ჟესტით რასიზმს პროტესტი უკვე არაერთმა საფეხბურთო კლუბმა გამოუცხადა.
საპროტესტო ტალღა აშშ-სა და ევროპაში პოლიციელების მიერ 46 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. პროტესტი აშშ-ს დიდ ქალაქებში მასობრივ არეულობებში გადაიზარდა, რის გამოც რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათის გამოცხადება გახდა საჭირო.
Imrdinews