ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მანჰეტენის სასამართლო დარბაზი დატოვა. მან სასამართლო დარბაზიდან გამოსვლისას განცხადება არ გააკეთა.
არსებული ინფორმაციით, ის ფლორიდაში მიემგზავრება, სადაც, სავარაუდოდ, მოგვიანებით განცხადებას გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპს ფინანსური დანაშაულის 34 პუნქტი წარუდგენეს. ის დანაშაულს არ აღიარებს. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მორიგი სასამართლო სხდომა 4 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ CNN წერს.