აშშ ექს-პრეზიდენტს ბრალი ოთხ სისხლის სამართლის დანაშაულში ედება, კერძოდ ეს არის აჯანყების წაქეზება, კონგრესის ოფიციალური მოსმენის ხელის შეშლა, შეთქმულება აშშ-ის მთავრობის მოტყუების მიზნით და ფედერალური ხელისუფლების მისამართით ყალბი განცხადებების გაკეთება. ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ წამომადგენლეთა პალატის სპეციალურიმა კომიტეტმა, რომელიც იძიებს 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეს იძშიებას იუსტიციის სამინისტროს რეკომნდაციით მიმართა.
რეკომენდაციის შესრულება იურიდიულად სავალდებულო არ არის, თუმცა კონგრესში ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ასეთი მიმართვა პირველია.
გარდა ამისა, როგორც მასალაშია ნათქვამი, კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ, რომ კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ყველა მტკიცებულება და ჩვენების ჩანაწერი საჯარო გახადონ. ყველა მასალა უნდა გამოქვეყნდეს წლის ბოლომდე.