დონბასის ცაზე კიევმა „ბაირაქტარი“ ააფრინა - ესკალაციის ახალი ტალღა

დონბასის ცაზე კიევმა „ბაირაქტარი“ ააფრინა - ესკალაციის ახალი ტალღა

access_time2021-11-01 19:00:11

ერთმა ვიდეოჩანაწერმა უკრაინაში და რუსეთში დიდი აღელვება გამოიწვია - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში თურქული უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს.

 


რუსეთი აღშფოთებულია, რეგიონი ახალი ესკალაციის ზღვარზეა.

 


არაერთი ასეთი ვიდეო ჩვენ სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დროს გვაქვს ნანახი - თუმცა, აქ, სადაც ჰიბრიდულ ომში ერთმანეთს რუსეთი და უკრაინა უპირისპირდებიან, ამას სულ სხვა დატვირთვა აქვს.

 


უკრაინელი სამხედრო ბლოგერის რომან დანიკის მონაცემებით, პრორუს სეპარატისტთა არტილერიამ სამთავრობო ძალების პოზიციები სოფელ გრანიტნოესთან დაბომბა, რის შედეგადაც 2 ჯარისკაცი დაიღუპა.

 


პირადი შემადგენლობის გადარჩენისთვის, უკრაინულმა მხარემ თურქული უპილოტო აპარატი „ბაირაქტარი“ გამოიყენა.

 


ექსპერტების აზრით, სამხედრო თვალსაზრისით, ეს შეტევა შედარებით სუსტი იყო, რადგანაც მტრის არტილერისტები გადარჩნენ, თუმცა ამ სუსტი დარტყმისგან ექო ძალიან შორის ისმოდა. ეს სიგნალი იყო - ჩვენ ასეთი იარაღი გვაქვს, და ჩვენ მას აუცილებლად გამოვიყენებთ.

 



მოსკოვში ეს სიგნალი მიიღეს - „რუსეთს თურქეთთან განსაკუთრებული და კარგი ურთიერთობები გვაქვს, თუმცა, ამ შემთხვევამ დაადასტურა ჩვენი მოსაზრება, რომ უკრაინისთვის ასეთი იარაღის მიწოდებამ შესაძლებელია ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმირტი პესკოვმა.

 


გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ორივე მხარე იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს, იმის მიუხედავად, რომ კონფლიქტის ზონაში ამის უფლება მხოლოდ ეუთო-ს დამკვირვებლებს აქვთ.

 


რუსეთმა დაიწყეო პროპაგანდისტული კამპანია, რომელშიც ამტკიცებს, რომ უკრაინული მხარის მიერ დრონების გამოყენება არაეფექტურად ხდება. სეპარატისტები ასევე აცხადებენ, რომ უკრაინამ ეუთოს უპილოტო აპარატების მართვის პუნქტის მწყობრიდან გამოყვანა სცადა, თუმცა, უშედეგოდ.

 


„რუსეთს გააჩნია უკეთესი დრონები, ვიდრე „ბაიტაქტარი“, უბრალოდ ის ჯერ არ გამოგვიყენებია“, - წერს თავის ბლოგში რუსეთის მთავრობის მხარდამჭერი პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი.

 


საფრთხე ემუქრება ასევე რუსულ-თურქულ ურთიერთობებს. თურქეთმა „ბაირაქტარები სირიაში და ლიბიაში, ხოლო აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში გამოიყენა. 150 კილომეტრის რადიუსში მოქმედი დრონი სომხეთის წინააღმდეგ ომში აზერბაიჯანის გამარჯვების ერთ-ერთი გადამწყვეტო ფაქტორი იყო.

 


უპილოტო აპარატები ასევე ძალიან ცუდად მოქმედებენ ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთებაზე, რადგანაც მათი თავდასხმა ნებისმიერ მომენტშია მოსალოდნელი.

 


რუსეთმა უკვე აკრძალა თურქეთიდან მანდარინის ნაწილის იმპორტი  - ოფიციალურად ამის მიზეზია ფიტოსანიტარული ნორმების დარღვევა, მაგრამ, შესაძლებელია ეს უკრაინისთვის „ბაიტაქტარების“ მიწოდებაზე კრემლის პასუხი იყოს.

 


თუმცა, უკრაინელი ექსპერტის ალექსეი მელნიკის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენება უკრაინას და რუსეთს შორის დაბალი ინტენსივობის ომში გადამწყვეტ როლს ვერ შეასრულებს.

 


„ბაიტაქტარის“ გამოჩენას ძირითადად ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს, გარდა ამისა, რუსეთი უკმაყოფილოა იმით, რომ მისმა მოკავშირე თურქეთმა ეს იარაღი მის მტერს - უკრაინას გადასცა“ - თვლის ექსპერტი.

 

fr.de





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up