DRG-ის მოდელის ასამოქმედებლად 3-თვიანი საპილოტე პერიოდი საკმარისი არ იქნება - აკაკი ზოიძე

DRG-ის მოდელის ასამოქმედებლად 3-თვიანი საპილოტე პერიოდი საკმარისი არ იქნება - აკაკი ზოიძე

access_time2023-01-16 21:00:50

რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში სამედიცინო ექსპერტმა აკაკი ზოიძემ სამედიცინო სექტორში DRG-ის სისტემის დანერგვაზე, ხარვეზებსა და რისკებზე ისაუბრა.

 

 

როგორც ცნობილია, სამედიცინო დაწესებულებებში დაფინანსების ახალი მოდელის საპილოტე ვერსია 2022 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. 2023 წლის იანვრიდან კი DRG-ი სრული სანქცირებით ჩაერთვება პროცესში.

 


აკაკი ზოიძის თმით, დაფინანსების ახალი მოდელის ძირითადი ხარვეზი ისაა, რომ მის მომზადებას ნაკლები დრო დაეთმო, ვიდრე სჭირდებოდა და 3-თვიანი საპილოტე პერიოდი საკმარისი არ არის. „როგორც ბავშვს ჩააგდებენ წყალში და მიუშვებენ, რომ ცურვა ისწავლოს, დაახლოებით ასეთივე პროცესი განვითარდება DRG-სთან მიმართებაში. ვინც მოერგება და ალღოს აუღებს და შეისწავლის, პრობლემები სავარაუდოდ არ შეექმნება,“- აცხადებს აკაკი ზოიძე.

 


 

„ამ სისტემის დანერგვა 2014 წლიდან იგეგმება იმიტომ, რომ ის სექტორში შედარებით სამართლიან ფასწარმოქმნას უზრუნველყოფს. რეფორმის ძირითადი ხარვეზი არის ის, რომ მის მომზადებას ნაკლები დრო დაეთმო, ვიდრე სჭირდებოდა. მთლიან სექტორში უნდა ჩატარებულიყო მოსამზადებელი სამუშაოები, იგივე ფინანსური მენეჯერების გადამზადების კუთხით. 3-თვიანი საპილოტე რეჟიმი არ მგონია საკმარისი იყოს. რახან რეალობამ მოითხოვა, როგორც ბავშვს ჩააგდებენ წყალში და მიუშვებენ, რომ ცურვა ისწავლოს (ეს ერთი შეხედვით სასტიკი მეთოდია), დაახლოებით ასეთივე პროცესი განვითარდება. მათ, ვინც მოერგება, ალღოს აუღებს და შეისწავლის, არ მგონია პრობლემები შეექმნას“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 


მისი თქმით, რეფორმას პაციენტებისთვისაც დადებითი შედეგების მოტანა შეუძლია, რადგან მათ თანაგადახდა და ზედმეტის გადახდა აღარ მოუწევთ. თუმცა, ხარვეზები აქაც არის. პაციენტს არჩევანის უფლება ეზღუდება, რადგან ქირურგიული ოპერაციისას ერთი და იგივე თანხის გადახდა უწევს იაფფასიანი და ძვირიანი მასალების გამოყენებისას.

 

 

როგორც აკაკი ზოიძე ამბობს, ზოგიერთ ქვეყანაში ასეთი ოპერაციები ან გამონაკლისის სახითაა DRG-ის სისტემაში ან პაციენტები, DRG-სთან ერთად, დამატებით იხდიან ამერიკული წარმოების შუნტის ან, თვალის ოპერაციების დროს, ბროლის თანხას. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ პაციენტს ჰქონდეს არჩევანის საშუალება ისე, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან არ ამოვარდეს.

 


„დღეს თითქოს კეთილშობილური მიზნით სურთ, რომ ზედმეტი ტვირთი არ დააწვეს პაციენტის ჯიბეს მაგრამ, მეორეს მხრივ, მათი არჩევანი იზღუდება, როცა ადამიანს ერთკაციან პალატაში უნდა იწვეს და არა 8-კაციანში. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, რომ პრინციპი და მიდგომა სწორია, მთავარია ადეკვატურად განხორციელდეს და როგორც კლინიკებმა, ისე პაციენტებმა ახალ მოდელს სწრაფად აუღონ ალღო“, აცხადებს აკაკი ზოიძე.


თეგები:
DRG



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up