დროებითი ღონისძიების ფარგლებში,

დროებითი ღონისძიების ფარგლებში, "ფილიპ მორის ინთერნეიშენალის" თამბაქოს პროდუქტები ბაზარზე განსხვავებული შეფუთვით გამოჩნდება

access_time2022-04-20 12:15:47

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ საქართველოს ბაზრისთვის განკუთვნილი თამბაქოს პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში იწარმოება. მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე კი, “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” თამბაქოს პროდუქტების წარმოება ქალაქ ხარკოვში დროებით შეჩერებულია, რამაც პროდუქციის მიწოდების ჯაჭვში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია.


საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიხედვით, თამბაქოს იმპორტიორ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, შეზღუდული დროით საქართველოს საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განახორციელონ თამბაქოს ნაწარმზე სამედიცინო გაფრთხილებების გარე გამჭვირვალე შეფუთვაზე სტიკერის სახით დაკვრა.


მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, “ფილიპ მორის საქართველო“ დროებითი ღონისძიების ფარგლებში,  წვადი თამბაქოს პროდუქტების იმპორტს ევროპის ქვეყნებიდან განახორციელებს. ამავდროულად, იმპორტირებულ პროდუქტზე დატანილი იქნება შესაბამისი ქართული აქციზური მარკა.


“საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოგვენიჭა უფლება, განვახორციელოთ საქართველოში სხვა ბაზრებისთვის განკუთვნილი პროდუქტების იმპორტი და მათზე განვათავსოთ საქართველოს ბაზრისთვის განკუთვნილი შესაბამისი სამედიცინო გაფრთხილებები. ეს გადაწყვეტილება მიღებულია საგანგებო ვითარების ფონზე და იმედი გვაქვს ძალიან მალე განვაახლებთ წვადი თამბაქოს ნაწარმის სტანდარტული შეფუთვით იმპორტს.



დროის ამ მონაკვეთში,  ჩვენ ვიწყებთ თამბაქოს პროდუქტების იმპორტს ევროპის ქვეყნებიდან და საქართველოს ბაზარი შეივსება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი გადასახადითა და საბაჟო მოსაკრებლით დაბეგრილი პროდუქციით.“- განაცხადა იური გორდოკმა, “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” გენერალურმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში.


ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი სავაჭრო ქსელისთვის თამბაქოს პროდუქტების მიწოდებას, რათა საქართველოსთვის უზრუნველვყოთ მდგრადი საგადასახადო შემოსავლები. 


„ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა“ ჰუმანიტარული დახმარების მიმართულებით 10 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.   ჩვენმა თანამშრომლებმა  კი მსოფლიოს 80 ქვეყნიდან  550 000 აშშ დოლარის შეგროვება შეძლეს ომით დაზარალებული უკრაინელების დასახმარებლად”, - აღნიშნა იური გორდოკმა.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up