დრონების ჩინური კომპანია DJI რუსეთსა და უკრაინაში ბიზნესსაქმიანობას აჩერებს

დრონების ჩინური კომპანია DJI რუსეთსა და უკრაინაში ბიზნესსაქმიანობას აჩერებს

access_time2022-05-01 22:00:26

მსოფლიოში კომერციული დრონების უდიდესმა ჩინურმა მწარმოებელმა, DJI-მ რუსეთსა და უკრაინაში ყველანაირი ბიზნესსაქმიანობა შეაჩერა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ომის დაწყების დღიდან უკრაინამ კომპანიას მოუწოდა, მიიღოს ზომები, რომ რუსეთმა მისი უპილოტო თვითმფრინავები არ გამოიყენოს.

თავის მხრივ, ჩინურ კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება რომელიმე ქვეყანას არ უკავშირდება, უბრალოდ, მისი დრონები სამხედრო გამოყენებისთვის არ არის განკუთვნილი.

თუმცა უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების მფლობელთა ფედერაციის თავმჯდომარემ, ტარას ტროიაკმა BBC-ის განუცხადა, რომ საეჭვოა, ამ გადაწყვეტილებამ რუსეთის სამხედრო ძალებს DJI დრონების გამოყენება გადააფიქრებინოს. მისი თქმით, მაღაზიებში თვითმფრინავების მარაგი შესაძლოა, რამდენიმე თვეში ამოიწუროს, მაგრამ დრონებს ჩინეთიდან რუსეთში კონტრაბანდით ადვილად შეიტანენ.

ტარას ტროიაკი ამბობს, რომ უპილოტო თვითმფრინავებს რუსეთის სამხედრო ძალები მოკლე დისტანციური დაზვერვისთვის, ირგვლივ უკრაინელი ჯარისკაცების გამოსავლენად იყენებენ. მისი თქმით, მართალია, DJI-ს სურს, კონფლიქტში ნეიტრალური გამოჩნდეს, მაგრამ მან მიწოდება უკრაინაში კი არა, მხოლოდ რუსეთში უნდა შეწყვიტოს.

„...იმიტომ, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას და ვიყენებთ ყველა სახის სამოქალაქო მანქანას, სამოქალაქო მობილურ ტელეფონებსა და სამოქალაქო დრონებს. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ დრონების გამოყენება სამხედრო მიზნებისთვის გვსურს, არამედ რეალურად სხვა არჩევანი არა გვაქვს," - აცხადებს ტროიაკი.


DJI-მ BBC-ს განუცხადა, რომ მისი მოწყობილობის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება კომპანიის პრინციპებს ეწინააღმდეგება. თუმცა, BBC-ის შეფასებით, მსოფლიოში კომერციული დრონების უმსხვილესი მწარმოებლის მიერ ოპერაციების შეჩერება მსხვილი ჩინური კომპანიების საქციელს არ შეესაბამება, რადგან ჩინეთი, თითქოსდა, კონფლიქტის მიმართ ნეიტრალურ პოზიციაზე დარჩენას ცდილობს და მშვიდობიან მოგვარებას ემხრობა, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრა აქამდე არ დაუგმია.

მარტში უკრაინის ვიცე-პრემიერ მიხაილო ფედოროვმა DJI-ს ტვიტით მოუწოდა, დაებლოკა პროდუქცია, რომელიც „რუსეთს უკრაინელების დახოცვაში ეხმარებოდა.“ მის ტვიტზე თანდართული ღია წერილი ამტკიცებდა, რომ რუსეთი DJI დრონებს რაკეტების დასამიზნებლად იყენებდა, რაზეც კომპანიამ უპასუხა, რომ მისი პროდუქცია მხოლოდ სამოქალაქო გამოყენებისთვის არის გამიზნული. ასევე, კომპანია მზად იყო, უკრაინის მოთხოვნის შემთხვევაში, გეოზონის ფუნქცია ჩაერთო, რომელიც დრონის მუშაობას გეოგრაფიულად ზღუდავს, რათა თავიდან აეცილებინა DJI-ს ნებისმიერი გამოყენება რუსული თუ უკრაინული მხრიდან.

ტარას ტროიაკმა BBC-ის გაუზიარა ბმული ვიდეოთი, რომელზეც რუსული ძალების მიერ მარიუპოლის საბრძოლო მოქმედებებში DJI-ლოგოიაინი დრონის გამოყენება ჩანს.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ ჩვენი პროდუქციის სამხედრო გამოყენების გამო, რაც 2022 წლის 21 აპრილსაც განვაცხადეთ. ბიზნეოპერაციების შეჩერება ჩვენი პრინციპების გამოხატვაა. DJI თავის პროდუქციას ყოველთვის მხოლოდ სამოქალაქო გამოყენებისთვის აწარმოებს და ისინი სამხედრო მიზნებისთვის არ არის განკუთვნილი. ასეთი გამოყენება ჩვენს პრინციპებს ეწინააღმდეგება და სამართლებრივად უნდა დაისაჯოს,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up