დროული დიაგნოსტიკა ხანგრძლივი და ხარისხიანი ცხოვრების  საწინდარია - ეკატერინე კაპანაძე

დროული დიაგნოსტიკა ხანგრძლივი და ხარისხიანი ცხოვრების საწინდარია - ეკატერინე კაპანაძე

access_time2023-04-11 17:20:28

გულის თანდაყოლილი მანკი ერთ-ერთი ყველაში ხშირი თანდაყოლილი ანომალიაა მსოფლიოში, რომელიც ცოცხლად შობილების  0.8-1.2% აღენიშნება. აშშ-ში გულის თანდაყოლილი მანკი 100-დან ერთ ახალშობილს აქვს. ამ პათოლოგიით დაბადებული 4 ბავშვიდან ერთს კრიტიკული გულის თანდაყოლილი მანკი უდგინდება, რომელიც ჩარევას სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში საჭიროებს.


როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის ბავშვთა კარდიოლოგიის სამსახურის უფროსმა კარდიოლოგმა ეკატერინე კაპანაძემ „კომერსანტთან“  საუბრისას განაცხადა, საქართველოში ბავშვებში გულის თანდაყოლილი პათოლოგიების სტატისტიკა მსოფლიოსას უტოლდება. მისი თქმით, ბოლო წლებში, გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოსტიკამ საქართველოში მნიშვნელოვნად მოიმატა. ეს გულის თანდაყოლილი მანკის ცნობადობის გაზრდითა და დიაგნოსტიკური საშუალებების გაუმჯობესებითაა განპირობებული. დროული დიაგნოსტიკა კი ხანგრძლივი და ხარისხიანი ცხოვრების  საწინდარია.


„კომერსანტი“ ეკატერინე კაპანაძეს ბავშვებში გულის თანდაყოლილი პათოლოგიების, რეკომენდებული კვლევებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ ესაუბრა.

 

 

რას წარმოადგენს - გულის თანდაყოლილი პათოლოგიები ბავშვებში და რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი მიზეზი?


ეკატერინე კაპანაძე, „ნიუ ჰოსპიტალსის ბავშვთა კარდიოლოგიის სამსახურის უფროსი კარდიოლოგი: გულის თანდაყოლილი მანკი გულის სტრუქტურული პათოლოგიაა, რომელიც მუცლად ყოფნის დროს ყალიბდება, როგორც წესი, პირველი 6-8 კვირის განმავლობაში.


ვინაიდან გულის მანკის ჩამოყალიბება ორსულობისას ხდება, მის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ისეთი მავნე ფაქტორები, როგორიცაა - თამბაქო, აკრძალული ნივთიერებები და სხვადასხვა მედიკამენტები. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის დაგეგმვა და მავნე მედიკამენტების მიღების შეწყვეტა. აღსანიშნავია, რომ ისეთი მედიკამენტებიც კი, როგორიცაა იბუპროფენი ან აკნეს სამკურნალო საშუალებები, შეიძლება გულის თანდაყოლილი მანკის ჩამოყალიბებას იწვევდეს.


ასევე, მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორებიც. თუ ბავშვის მშობლებს ან მათ შვილებს დიაგნოსტირებული აქვთ გულის თანდაყოლილი მანკი ან გენეტიკური დაავადება, ნაყოფი გეგმური ექოკარდიოგრაფიის ჩატარებას საჭიროებს.

 


როდის ხდება გულის თანდაყოლილი მანკის გამოვლენა?


სტანდარტული ასაკი, როცა გულის თანდაყოლილი მანკი შეიძლება გამოვლინდეს, არ არსებობს. კრიტიკული მანკი, ახალშობილობის პერიოდში ვლინდება და სასიცოცხლოდ აუცილებელია გადაუდებელი ჩარევები. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია პედიატრის და ნეონატოლოგის როლი.

 



რა კლინიკური გამოვლინებები აქვს გულის თანდაყოლილ მანკებს?


გულის თანდაყოლილი მანკის სიმპტომები სხვადასხვა მანკისა და ასაკის შემთხვევაში -  განსხვავებულია. მაგალითად, არსებობს ლურჯი მანკები, რომლის დროსაც დამახასიათებელია ციანოზი ანუ სილურჯე და თეთრი მანკები, რომელსაც ციანოზი არ ახასიათებს.


გულის თანდაყოლილ მანკები ახალშობილობის, ჩვილობის, ასაკში შეიძლება წონის ნამატის შეფერხებით, კვების გაძნელებით, კვების დროს ჭირვეულობით, კვების დროის გახანგრძლივებით, ოფლიანობით, შეშუპებით, კანის აჭრელებით ან სილურჯით გამოვლინდეს; უფრო მოზრდილ ასაკში - ადვილად დაღლით, გონების კარგვა-დაბინდვით (განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის დროს), გულის ფრიალის შეგრძნებით ან სილურჯით. ზოგჯერ სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელებაც კი შეიძლება იყოს გულის თანდაყოლილი მანკის სიმპტომი; ხანდაზმულ ასაკში ის ძირითადად გართულებებით ვლინდება. ესენია: გულის უკმარისობა, სხვადასხვა ტიპის არითმია, მაგალითად - მოციმციმე არითმია.

 


რა ტიპის კვლევებია რეკომენდებული ბავშვებში გულის თანდაყოლილი პათოლოგიების დროს?


გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოსტირებისათვის თავდაპირველად ექოკარდიოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია და კარდიოლოგის კონსულტაციაა რეკომენდებული. მარტივი გულის თანდაყოლილი მანკის დროს დიაგნოზის დასმა უკვე ამ კვლევებითაა შესაძლებელი.


კომბინირებულ და რთულ შემთხვევებში საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება, როგორიცაა - დიაგნოსტიკური კათეტერიზაცია, კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

 


მკურნალობის რა თანამედროვე მეთოდები არსებობს საქართველოში ამ მიმართულებით?


მსოფლიოშიც და საქართველოშიც გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი არსებობს: ქირურგიული და ე.წ. ენდოვასკულური (ანუ სისხლძარღვიდან მიდგომით, განაკვეთის გარეშე). ორივე კვლევის მეთოდი დღეს კარგადაა განვითარებული საქართველოში, კლინიკა „ნიუჰოსპიტალსში“ შეგვიძლია პაციენტს ორივე მათგანი შევთავაზოთ.


ე.წ. ენდოვასკულური ჩარევების შემდეგ, გაურთულებელ და მარტივ შემთხვევებში, პაციენტი კლინიკაში მხოლოდ ერთი ღამით რჩება და შემდეგ ჩვეულ ცხოვრების რიტმს უბრუნდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში.

 


როგორია პოსტოპერაციული პერიოდი, რამდენად მალე უბრუნდებიან ბავშვები ცხოვრების ჩვეულ რიტმს?


ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია გულის თანდაყოლილი მანკის სახეობაზე. მარტივი მანკის შემთხვევაში, ენდოვასკულური ჩარევის შემდეგ - მეორე დღეს და ქირურგიული ჩარევის შემდეგ - 7-10 დღეში პაციენტი ჩვეულ ცხოვრების რიტმს უბრუნდება, ხოლო აქტიურ სპორტს კი -  4-6 თვეში.


რთული მანკების დროს, პაციენტს ე.წ. დამხმარე ჩარევები უტარდება, რომლის მიზანი პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებაა და არა სრული გამოჯანმრთელება (რა თქმა უნდა, მანკის სირთულიდან გამომდინარე). შესაბამისად, ამ შემთხვევაში პაციენტი სპორტით ვერ კავდება.

 


რამდენად რეკომენდებულია ასეთ დროს ფიზიკური აქტივობა? რას უნდა მიექცეს ყურადღება? რას ურჩევთ მშობლებს?


ყველა შემთხვევაში, ვინაიდან ფიზიკური აქტივობის დროს დატვირთვა გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე მატულობს, მშობლებს ვურჩევდი, რომ კარდიოლოგიური კვლევა სპორტულ წრეზე მიყვანამდე ჩატარდეს. ყველა შემთხვევაში, დროული დიაგნოსტიკა წარმატებული მკურნალობის და, შესაბამისად, ხანგრძლივი და ხარისხიანი ცხოვრების  საწინდარია.

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up