არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში სიდიდით მეორე ბანკის, Emirates NBD (ENBD)-ის რუსმა კლიენტებმა დაიწყეს წერილების მიღება, რომლებშიც ბანკი მათ აფრთხილებს, რომ თუ ისინი არ არიან ევროკავშირის, ევროპის ეკონომიკური ზონის ან შვეიცარიის რეზიდენტები, მათი აქტივები გადატანილი იქნება ცალკე სეგრეგირებულ ანგარიშზე, რომლის მეშვეობითაც დაწესდება შეზღუდვები ნაღდ ანგარიშსწორებაზე. ამის შესახებ ინფორმაცია Forbes-მა მოიპოვა. ის, რომ ENBD-ის კლიენტები რეალურად იღებენ მსგავს წერილებს, საბანკო ბაზარზე ორმა წყარომ დაადასტურა. გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება დასავლური დეპოზიტარის მოთხოვნას უკავშირდება.
კლიენტებისადმი მიწერილ წერილში ბანკი მიუთითებს, რომ ნებისმიერი კუპონი და დივიდენდი, ისევე როგორც ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, მოხვდება ცალკეულ ანგარიშზე. რუსი კლიენტი ვერ შეძლებს მათ გადარიცხვას ENBD ანგარიშზე. რუსები ფასიანი ქაღალდების ანგარიშიდან გაყიდვას სტანდარტული DVP-მექანიზმით (delivery versus payment) კი არა, მხოლოდ FOP-გადახდით (free-of-payment) შეძლებენ. გამყიდველ მხარეებს FOP მექანიზმი არ მოსწონთ, რადგან ამ შემთხვევაში მათზე მოდის დამატებითი რისკები - ყოველთვის არის გარკვეული ალბათობა, რომ ტრანზაქცია საბოლოოდ არ დასრულდეს, გაუქმდეს და ა.შ.
ENBD განმარტავს, რომ შეზღუდვები შეესაბამება „ევროკავშირის დირექტივას“. გამონაკლისი არაა გათვალისწინებული არც იმ რუსებისთვის, რომლებსაც აქვთ რეზიდენტობა UAE-ში. ENBD, ისევე როგორც ევროპული და შვეიცარიული ბანკები, რომლებიც იყენებენ Clearstream-ისა და Euroclear-ის დეპოზიტარების მომსახურებებს, ვალდებულია შეასრულოს დეპოზიტარის მოთხოვნა,