სახელმწიფო დუმამ შეერთებული შტატების სამხედრო ბიოლოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა, რომლითაც მსოფლიოს ქვეყნების პარლამენტებს მიმართავს. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „ამჟამად, სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებზე, დაახლოებით 400 ორმაგი დანიშნულების ბიოლოგიური ლაბორატორიაა, რომელსაც ვაშინგტონი აკონტროლებს“.
„რუსეთის ფედერალური ასამბლეა მოუწოდებს მსოფლიოს იმ ქვეყნების პარლამენტებს, სადაც აშშ-ს მიერ კონტროლირებადი ბიოლოგიური ლაბორატორიები ფუნქციონირებენ, მიიღონ სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება იმ შეთანხმებების შესახებ, რომლებსაც მათი ეროვნული ჯანდაცვის სამსახურები აფორმებენ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტთან“, - ნათქვამია განცხადებაში.
რეზოლუცია სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერმა ირინა იაროვაიამ და სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა წარადგინეს.